24 აპრილი, 2014
ქორფა ყაბაყი - კიბოს განვითარების წინააღმდეგ
უკეთესი იქნება თუ ქორფა ყაბაყს მხოლოდ მოვთუთქავთ ცხელი წყლით ან მოვამზადებთ ორთქლზე ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაწვრილებით დაიწყეს ყაბაყის თვისებების შესწავლა და მასში აღმოაჩინეს პექტინის დიდი რაოდენობა. პექტინი არის ნივთიერება, რომელიც ეწინააღმდეგება კიბოს განვითარებას და აქვეითებს ქოლესტერინს.

ქორფა ყაბაყი შედარებით უფრო სასარგებლოა. თხელ კანში, რომელიც არ უნდა მოაცილოთ, ანტიოქსიდანტების ძირითადი მარაგია, თესლებში კი ბევრია ცხიმმჟავა ომეგა-3, რომლის უკმარისობა ბევრ ჩვენთაგანს ქრონიკულად გააჩნია.

მომზადების საუკეთესო მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ყველა სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას - დაბალ ცეცხლზე
შეწვაა. უკეთესი იქნება თუ ქორფა ყაბაყს მხოლოდ მოვთუთქავთ ცხელი წყლით ან მოვამზადებთ ორთქლზე. აგრეთვე შეიძლება მივირთვათ უმ მდგომარეობაში: დავჭრათ თხლად და დავუმატოთ სალათებში.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მართა
ყაბაყის ჭამა უმ მდგომარეობაში არ მეგონა თუ შეიძლებოდა?! სიახლეა. უნდა გავსინჯო სალათში.
16:49 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS