½ ჭიქა კეფირი
1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი (ზეითუნის, ლავანდას)
1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი
1 ჩაის კოვზი ნებისმიერი თმის ბალზამი
2-3 სუფრის კოვზი კრახმალი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. მასის შესათბობად ჭურჭელს ცოტა ხნით ჩადგით ცხელ წყალში.
შემდეგ შემთბარი ნიღაბი წაისვით დაბანილ და ნესტიან თმაზე. სითბოსთვის დაიხურეთ საშხაპე ქუდი ან შემოიხვიეთ ხელოფანი და ზემოდან დაიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთიდან 1 საათამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ.