შედეგის მისაღწევად დღე-ღამეში 600 გრამი წვენი მაინც უნდა მიიღოთ
წვენებით სიმსუქნესთან ბრძოლისას გაითვალისწინეთ, რომ იმდენი წვენი უნდა დალიოთ, რამდენსაც ორგანიზმი სიამოვნებით მიიღებს. შედეგის მისაღწევად დღე-ღამეში 600 გრამი წვენი მაინც უნდა მიიღოთ.
ტიბეტელი მკურნალების რჩევით, 10 დღის განმავლობაში ყოველდღე 2 ლიტრი ვაშლის წვენი დალიეთ, სასურველია, წვენი ახალგამოწურული იყოს. შეგიძლიათ ჭამოთ, რაც მოგესურვებათ, ოღონდ წყლის მაგივრად ვაშლის წვენი დალიეთ.