კვლევამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად კარგი ვოკალური მონაცემები გაქვთ, მთავარი ის არის, რომ შხაპის დროს სიმღერა ადამიანს აბედნიერებს.
ვნახოთ 5 სარგებელი, რომლებსაც შხაპის დროს სიმღერისგან იღებთ:
1. რეგულირდება არტერიული წნევა
სიმღერას ორგანიზმზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შხაპის ქვეშ სიმღერა დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში, ასევე აწესრიგებს სისხლში შაქრის
2. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
შხაპის ქვეშ სიმღერა ვირუსებთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა. მეცნიერთა მტკიცებით, ყოველივე აუმჯობესებს იმუნიტეტს და სხვადასხვა ინფექციებისადმი უფრო გამძლეებს გხდით.
3. შხაპის ქვეშ სიმღერა აქრობს სტრესს
შვედეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ შხაპის დროს სიმღერას საოცრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ის გავიწყებთ პრობლემებს და ბედნიერების განცდით გავსებთ. აქრობს დეპრესიას.
4. ამცირებს ტკივილის განცდას
თუ რაიმე გტკივათ, შხაპის მიღების დროს სიმღერა ფსიქოლოგიურად ისე მოქმედებს, რომ ტკივილი თითქოს ქრება. წარმოიქმნება ენდორფინები და მხოლოდ ბედნიერების განცდა გიპყრობთ.
5. ინარჩუნებთ იდეალურ ფორმას
შხაპის დროს სიმღერა კარგია იმისთვის, რომ სხეულის იდეალური ფორმა გქონდეთ. ორგანიზმი ჯანსაღდება და ზედმეტი კალორიები უფრო მარტივად იწვება.
ასე რომ, ნურავის მოერიდებით, ვფიქრობთ, საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ შხაპის მიღებისთვის საყვარელი სიმღერების რეპერტუარი შეარჩიოთ.