"კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა - ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!!! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია!!!!
შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ
P.შ ისე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია? (მტრებს გავახარებ, ხალხი გაიგებს და სირცხვილია... ) ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი!!! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას!!! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!!!"