16 აგვისტო, 2020
"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - ცნობილი ექიმი, მესტიაში კარანტინში იმყოფება
რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის დირექტროტი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი სვა­ნეთ­ში კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ცნობილი ექიმი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი სვა­ნეთ­ში 14 დღი­ან კა­რან­ტინ­ში. ბევ­რი ჩემი პა­ცი­ენ­ტი, ახ­ლო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი მწერს და მი­რე­კავს, მე­კი­თხე­ბი­ან რამე ხომ არ მჭირ­დე­ბა, მთა­ვა­ზო­ბენ დახ­მა­რე­ბას და ა. შ.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, თბი­ლი მო­კი­თხვის­თვის და ყუ­რა­დღე­ბის­თვის, მინ­და გი­თხრათ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლით, რო­მე­ლიც ისე ზრუ­ნავს ჩემ­ზე და ისეთ
კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, რომ არც კი ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა ვი­ნატ­რო ამა­ზე მეტი...

მე ხომ სა­კუ­თარ თავს არას­დროს მივ­ცემ­დი იმის ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვი დრო­ით მოვ­წყვე­ტო­დი სამ­სა­ხურს და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას. არა­და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ერთი კარ­გი ხან­გრძლი­ვი დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბო­და, თუნ­დაც ის რად ღირს, რომ ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ შვე­ლო­და, სვა­ნე­თის ჰა­ერ­მა სულ რა­ღაც 5 დღე­ში სრუ­ლად გან­კურ­ნა. ვზი­ვარ ახლა ჩემს მყუდ­რო ოთახ­ში და ვფიქ­რობ - ნეტა რა მაკ­ლია კი­დევ სრულ ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე?

სვა­ნე­თის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი ჩემი ოთა­ხი­დან, მთე­ბის, ჩანჩქე­რე­ბის, ბა­ლა­ხე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი არო­მა­ტით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვე­ბის­გან ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი და ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბით დამ­ტკბა­რი... დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ყვე­ლას, ვინც ასე­თი სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა და შემ­დეგ კი ისე­თი იძუ­ლე­ბი­თი კა­რან­ტი­ნი მო­მი­წყო, რომ ვფიქ­რობ, ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს მო­ნაკ­ვე­თი ერ­თერთ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ და და­უ­ვი­წყარ პე­რი­ო­დად იქ­ცე­ვა" - წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS