07 აგვისტო, 2020
"2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული" - მაია ბუწაშვილი
დღეს არ­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კით, 2020 წლის ბო­ლოს, ან 2021 წლის და­სა­წყის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა უნდა იყოს სა­ბო­ლოო სა­ხით ფორ­მი­რე­ბუ­ლი. შემ­დე­გი ჯერი მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ზე იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნად სწრა­ფად და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მო­თხოვ­ნას,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ვიდ­რე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ გა­მო­ა­ცხა­დებს, დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია. ეპიდსი­ტუ­ა­ცია მოკ­ლედ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ძა­ლი­ან კარ­გი. შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო და დღე-ღა­მუ­რი რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, რო­გორც რე­გი­ო­ნის
სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ასე­ვე, სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ოს სა­შუ­ა­ლო შემ­თხვე­ვებ­თან შე­და­რე­ბით.

იმე­დია, ასე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქოს დამ­შვიდ­და - "კო­რო­ნა და­ვა­მარ­ცხეთ", ეს არა­რე­ა­ლის­ტუ­რი იყო. სა­ნამ პან­დე­მია გრძელ­დე­ბა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი, ჩვენ რის­კის წი­ნა­შე ვრჩე­ბით. თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა",-გა­ნა­ცხა­და მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა გა­და­ვი­და კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის ფა­ზა­ზე და შე­დე­გე­ბი იმე­დის­მომ­ცე­მია.

"რო­გორც კი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ტა­როს. რა თქმა უნდა, გრი­პის ვაქ­ცი­ნა არ შვე­ლის კო­რო­ნა­ვირუსს, მაგ­რამ გრი­პის­გან მა­ინც და­ვიც­ვათ თავი, რომ არ მოხ­დეს ორი პრობ­ლე­მის ერ­თმა­ნეთ­ზე ზედ­დე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე უფრო მე­ტია მო­ლო­დი­ნი, ვიდ­რე მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით ლი­დე­რი ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მე­ლიც და­წი­ნა­ურ­და და გა­და­ვი­და კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის შემ­დეგ ფა­ზა­ზე, ძა­ლი­ან იმე­დის­მომ­ცემ მო­ნა­ცე­მებს წერს. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი მი­ნა­მა­ლუ­რია, იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი კარ­გია",- ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
manana
აკრძალეთ რა ეს ნაციონალი არაპროფესიონალი არსება!
15:49 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
უკაცრავად რაიმე საიდუმლო ინფორმაციას ფლობთ,თუ დაგესიზმრათ ?
17:11 / 14-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ზურა
პირველი შენ შვილებს გაუკეთე, იქნებ უფრო კარგად გადაგიხადონ შენმა დამრიგებლებმა!
15:55 / 10-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS