07 აგვისტო, 2020
"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე
მიმ­დი­ნა­რე წელს აღი­ნიშ­ნე­ბა შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 38%-ით კლე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის იგი­ვე პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით. შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თად მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საა და სრულ­დე­ბა სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით

აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დი­ა­რე­უ­ლი კლი­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს:

ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი პე­რი­ო­დის დად­გო­მის­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ტუ­ლობს მწვა­ვე დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ პე­რი­ოდ­ზე მო­დის ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა რე­გის­ტრი­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა 50%-ზე მეტი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­რე­მო­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან.

რე­გის­ტრი­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა უდი­დე­სი წილი (60-65%) მო­დის ბავ­შვთა ასაკ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას არა­მარ­ტო
ამ ასაკ­ში და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი მიმ­ღებ­ლო­ბით, არა­მედ მოზ­რდი­ლი ასა­კის ავად­მყოფ­თა შო­რის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თვით­მკურ­ნა­ლო­ბის პრაქ­ტი­კით. ყო­ველ­წლი­უ­რად ცენ­ტრი ახორ­ცი­ე­ლებს და­ა­ვა­დე­ბა­თა გავ­რცე­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზს, და­ა­ვა­დე­ბა­თა ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას/ეპიდკვლე­ვას, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას ღე­ბუ­ლობს სას­მე­ლი წყლი­სა და ზღვის წყლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

მიმ­დი­ნა­რე წელს აღი­ნიშ­ნე­ბა შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 38%-ით კლე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის იგი­ვე პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით. შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თად მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საა და სრულ­დე­ბა სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით.

დი­ა­რე­ით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ნა­წი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს პა­თო­გე­ნუ­რი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რით, რო­მელ­თა მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მცი­რე ასა­კის ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა პი­რის ღრუს გზით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი რძის (არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი), ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლის და სხვა პრო­დუქ­ტის, ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბით, შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტი­სას. შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 5-10%-ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ჰე­მო­ლი­ზურ ურე­მი­უ­ლი სინ­დრო­მი (ჰუსი). ყო­ველ­წლი­უ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, აღი­რი­ცხე­ბა ჰუს-ის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას თვით­მკურ­ნა­ლო­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვით, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან 7 დღის შემ­დეგ.

დი­ა­რე­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა და მათ­გან გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბა­თა თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

წყალ­სა­დენ­ში წყლის წყვე­ტი­ლი მი­წო­დე­ბი­სას, წყალ­მა სა­სურ­ვე­ლია იდი­ნოს არა­ნაკ­ლებ 10 წუთი და შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნოთ სას­მე­ლად ან საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად;


გა­მო­ი­ყე­ნეთ სუფ­თა სას­მე­ლი წყა­ლი
: მოხ­მა­რე­ბის წინ ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის საკ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრინ­ვე­ლის, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი, თევ­ზი, კვერ­ცხი ძა­ლი­ან კარ­გად უნდა შე­იწ­ვას ან მო­ი­ხარ­შოს;

მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი სა­სურ­ვე­ლია მი­ი­ღოთ ჯერ კი­დევ ცხე­ლი ან მზა კერ­ძი ჭა­მის წინ კარ­გად უნდა გა­ცხელ­დეს;

მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მა­ცი­ვარ­ში ცალ­კე უნდა შე­ი­ნა­ხოთ უმი და მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი. უმი პრო­დუქ­ტი შეხ­ვე­უ­ლი ან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში შე­ნა­ხუ­ლი, ხოლო მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­ნა­ხუ­ლი თავ­და­ხუ­რულ პა­ტა­რა ზო­მის ჭურ­ჭელ­ში;

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­იხ­მა­როთ უმი და მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი­სათ­ვის (ცალ-ცალ­კე ხორ­ცის, თევ­ზი­სა და ბოსტნე­უ­ლი­სათ­ვის) იზო­ლი­რე­ბუ­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და­ფე­ბი;

არ მი­ი­ღოთ უმი, ნა­ხევ­რად მო­ხარ­შუ­ლი ან შემ­წვა­რი კვერ­ცხი, აგ­რეთ­ვე გოგ­ლი-მოგ­ლი ან სახ­ლში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი;

სა­ლა­თე­ბი უნდა შე­ი­კაზ­მოს მა­ი­ო­ნე­ზით ან არა­ჟ­ნით უშუ­ა­ლოდ სუფ­რა­ზე მი­ტა­ნის წინ;

მწვა­ნი­ლი და ხილი ჯერ უნდა ჩალ­ბეს და შემ­დეგ გულ­დას­მით უნდა გა­ი­რე­ცხოს გამ­დი­ნა­რე წყლით, სა­სურ­ვე­ლია ხილი მი­ი­ღოთ საღი, ახ­ლად გაფ­ცქვნი­ლი;

სა­სურ­ვე­ლია ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში უარი თქვათ მო­ხარ­შუ­ლი და ათ­ქვე­ფი­ლი ნა­ღე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბის და კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე, ან/და მათი მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნოთ მხო­ლოდ და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი, სუფ­თა ნა­ჭუ­ჭი­ა­ნი კვერ­ცხი და ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დე­ბი და­ცუ­ლია;

და­უშ­ვე­ბე­ლია დი­ა­რე­ის (ფა­ღა­რა­თის) მქო­ნე პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყო­ფე­ბის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში;
და­ა­ვა­დე­ბა­თა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოთ ექიმს;

ექი­მის მოს­ვლამ­დე თავი შე­ი­კა­ვეთ საკ­ვე­ბი­სა და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავად­მყოფს და­ა­ლე­ვი­ნოთ ე.წ. ორა­ლუ­რი სა­რე­ჰიდ­რა­ტა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (რე­ჰიდ­რო­ნი ან მისი ანა­ლო­გე­ბი) ან ანა­დუ­ღა­რი წყა­ლი ან სუს­ტი ჩაი, რად­გან ღე­ბი­ნე­ბი­სა და ფა­ღა­რა­თის­გან ორ­გა­ნიზ­მი ბევრ სი­თხეს კარ­გავს;

და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ხელს უწყობს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

დი­ა­რე­უ­ლი კლი­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­ნა­მი­კა, აჭა­რა 2018-2020 (სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რეა, სა­ვა­რა­უ­დო საკ­ვე­ბის­მი­ე­რი მოშ­ხამ­ვა).
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS