ადამიანების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ოფთალმოლოგთან ვიზიტი, თვალის რეგულარული ვარჯიში არაფერში სჭირდება და ეს დროის ფუჭი ფლანგვაა, თუმცა რეალურად ასე არ არის და როგორც სხეულის ამა თუ იმ ნაწილს სჭირდება ვარჯიში სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ასევე სჭირდება თვალსაც. ვნახოთ 4 მთავარი სარგებელი, რომელსაც თვალის რეგულარული ვარჯიში მოგიტანთ.
თვალი მუდმივ სტრესშია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მხედველობის სათვალესა და ლინზას ატარებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იზრუნოთ მის განტვირთვაზე, დაასვენოთ, დახუჭოთ ხუთი წუთით მაინც, ან უყუროთ სივრცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხედველობის სწრაფად
თუ რეგულარულად აკეთებთ თვალის ვარჯიშებს, ამით ადრეულ სტადიაზევე აფერხებთ თვალის სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებას. თავიდან აირიდებთ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა, გლაუკომა, კატარაქტი და სხვები.
თუ თვალის ვარჯიშებს რეგულარულად არ გააკეთებთ, დაქვეითდება მხედველობა, თვალის სტრესმა შეიძლება სხვადასხვა გართულებების გამოიწვიოს, მათ შორის თავის ძლიერი ტკივილი. კონცენტრაციის დაკარგვა, თვალის დაძაბვა. ეს ყველაზე ხშრად მათ ემართებათ, ვინც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და კომპიუტერთან მუშაობენ. აუცილებელია, რომ რამდენიმე წუთით მაინც დაასვენოთ თვალი.
რეგულარულად დაკავდით თვალის ვიზუალური სკრინინგით, შეგიძლიათ თავადაც ამობეჭდოთ სკრინინგის ისეთი საშუალებები, რომლებიც ოფთალმოლოგთან გინახავთ (ფურცელზე დატანილი სხვადასხვა ნივთები, ფურცელი შორ მანძილზე უნდა განათავსოთ და ამოიცნოთ მასზე აღბეჭდილი საგნები). ოფთალმოლოგები ამბობენ, რომ ეს სკრინინგის საუკეთესო საშუალება და ამავდროულად, თვალისთვის ყველაზე კარგი ვარჯიშია, რომელიც მხედველობის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.