10 ივლისი, 2020
სპეციალური გასახდომი კოქტელი და სახის ჯადოსნური ნიღბები ეკა ანდრონიკაშვილისგან
ეკა ანდრონიკაშვილმა "რუსტავი 2"-ის დილის გადაცემაში საკუთარი სილამაზის საიდუმლო და ის რეცეპტები გაამხილა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს.

დილა -
ეკა ანდრონიკაშვილი დილას იწყებს თაფლიანი წყლით. 1 ჭიქა თაფლში ურევს 1 კოვზს თაფლს და რამდენიმე წვეთ ლიმონს.

გასახდომად - მსახიობი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი გენეტიკა აქვს და არ სუქდება, გასახდომად იდეალურია შემდეგი სახის კოქტეილი:

წვრილად დაჭრილ ჯინჯერს დააწურეთ ლიმონი, დაასხით ერთი ბოთლი წყალი. გემოსთვის ჩააჭერით ვაშლი. ასევე სასურველია რამდენიმე ღერი პიტნა და მიიღეთ დღის განმავლობაში.

სახის ნიღბები მსახიობისგან:

1 სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით 6 კოვზი წყალი, მოხარშეთ და შეფუთეთ 2 საათით. მიღებული მასა ბამბის დისკით წაისვით სახეზე და შეიშრეთ. შეგიძლიათ დღიოს განმავლობაში რამდენიმეჯერ წაისვათ.

1 კოვზს მწვანე ჩაის და დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ადუღებული და ცოტა გაციებული წყალი, გააჩერეთ ნაყენი ორი საათით. შემდეგ დააწურეთ ლიმონი და რამდენიმე წვეთი გლიცერინი. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. ამცირებს კაპილარებს, პიგმენტურ ლაქებს. თავიდან სახე გაიწმინდეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ კვირაში ორჯერ ან სამჯერ.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS