დილა - ეკა ანდრონიკაშვილი დილას იწყებს თაფლიანი წყლით. 1 ჭიქა თაფლში ურევს 1 კოვზს თაფლს და რამდენიმე წვეთ ლიმონს.
გასახდომად - მსახიობი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი გენეტიკა აქვს და არ სუქდება, გასახდომად იდეალურია შემდეგი სახის კოქტეილი:
წვრილად დაჭრილ ჯინჯერს დააწურეთ ლიმონი, დაასხით ერთი ბოთლი წყალი. გემოსთვის ჩააჭერით ვაშლი. ასევე სასურველია რამდენიმე ღერი პიტნა და მიიღეთ დღის განმავლობაში.
1 სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით 6 კოვზი წყალი, მოხარშეთ და შეფუთეთ 2 საათით. მიღებული მასა ბამბის დისკით წაისვით სახეზე და შეიშრეთ. შეგიძლიათ დღიოს განმავლობაში რამდენიმეჯერ წაისვათ.
1 კოვზს მწვანე ჩაის და დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ადუღებული და ცოტა გაციებული წყალი, გააჩერეთ ნაყენი ორი საათით. შემდეგ დააწურეთ ლიმონი და რამდენიმე წვეთი გლიცერინი. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. ამცირებს კაპილარებს, პიგმენტურ ლაქებს. თავიდან სახე გაიწმინდეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ კვირაში ორჯერ ან სამჯერ.