25 ივნისი, 2020
თუ დღე-ღამეში 10 საათზე მეტხანს გძინავთ და მაინც გეძინებათ, თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
ჯანსაღად ცხოვრებისთვის, ჯანმრთელობისთვის ძილის სწორი რეჟიმი უმნიშვნელოვანესია. მედიკოსების თქმით, დაუშვებელია დღე-ღამეში 8 საათზე ნაკლები გეძინოთ, მაგრამ ამავდროულად, არ შეიძლება გადაჭარბებულად ძილიც.

თუ 24 საათიანი ციკლის განმავლობაში 10 საათზე მეტხანს გძინავთ და თან მაინც გეძინებათ, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს.

1. თქვენ სავარაუდოდ ჰიპერსომნია გტანჯავთ

ჰიპერსომნია არის მდგომარეობა, როცა ადამიანს მუდმივად ძილის სურვილი აქვს დღეც და ღამეც. ეს ძალიან სახიფათოა, რადგანაც შესაძლოა, საჭესთან ჩაგეძინოთ, ან სამსახურში მუშაობის დროს. როცა ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში სძინავს, მას ასევე
სტანჯავს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

2. თუ მუდამ ძილი გსურთ, შესაძლოა, ეს თქვენს დეპრესიაზე მიუთითებდეს

გადაჭარბებული ძილი შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ დეპრესია გაქვთ და თქვენს მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენს შინაგან "მეს" არ სურს რეალობისთვის თვალის გასწორება და ძილი საშუალებაა, რომ პრობლემები დაივიწყოთ.

3. შესაძლოა მუდმივად ძილის სურვილი გულის პრობლემებთან იყოს დაკავაშირებული

თუ დღე-ღამის განმავლობაში 10 საათზე მეტხანს გძინავთ და მაინც გეძინებათ, აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს, რადგანაც სპეციალისტების თქმით, შესაძლოა, ეს გულის რაიმე დაავადებასთან იყოს კავშირში და დროულად უნდა გამოიკვლიოთ.

4. თუ მუდამ გეძინებათ, შესაძლოა,  ეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას უკავშირდებოდეს

თუ ჯანმრთელობის სხვა არანაირი პრობლემა არ გაქვთ და დღე-ღამეში 10 საათზე მეტხანს გძინავთ, შესაძლოა ეს ფარისებრი ჯირკვალს უკავშირდებოდეს და აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ იმისთვის, რომ გართულებებს თავი აარიდოთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS