08 ივნისი, 2020
კურნავს კიბოს, ამცირებს გულის შეტევის რისკს - კურკუმას 5 სარგებელი
კურკუმა ინდოეთში ცნობილი სანელებელია, რომელსაც სხვადასხვა საკვების მომზადების დროს იყენებენ. გარდა თავისი სურნელისა, ის სამედიცინო, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.

ვნახოთ კურკუმას 5 მთავარი სარგებელი

1. კურკუმა შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ეფექტურია

კურკუმას ინდოელები წლებია სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ.  მეცნიერებმა კი ახლახანს დაიწყეს მედიცინაში იმის დანერგვა, რაც ინდოელებმა დიდი ხანია იციან. ის შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც კურკუმინოიდებს უწოდებენ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კურკუმინოიდია კურკუმინი. კურკუმინი არის ანთების საწინააღმდეგო ეფექტური
საშუალება და ძლიერი ანტიოქსიდანტი.

2. კურკუმას მოხმარება აუმჯობესებს ტვინის მუშაობის ხარისხს და ადამიანს უფრო კონცენტრირებულსა და გონებამახვილს ხდის

კურკუმა ააქტიურებს ჰორმონს, რომელიც ტვინის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს. იზრდება ტვინის BDNF-ის ხარისხი. ის ამცირებს სტრესსა და დეპრესიას, ასევე ამცირებს ალცჰეიმერის გაჩენის რისკს. კარგია ტვინის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, რომელთა რისკიც ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს სხრტად აზროვნების უნარს.

3.  კურკუმა ამცირებს გულის დაავადებების გაჩენის რისკს

კურკუმას შემადგენლობაში შემავალი კურკუმინი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ხარისხს და ამცირებს გულის დაავადებების გაჩენის რისკს. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, სისხლის წნევას. კვლევის თანახმად კურკუმას რეგულარული მოხმარება 65%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს.

4.  ეს სანელებელი კარგია კიბოს პრევენციისთვისაც

არსებობს მოსაზრება, რომ კურკუმა კიბოს პრევენციისთვის ეფექტური საშუალებაა. ხალხურ მედიცინაში ის ამ მიზნით უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ცნობილია, რომ კურკუმა ხელს უწყობს ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების ახალი, ჯანსაღი უჯრედებით ჩანაცვლებას. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი სამეცნიერო დონეზე ჯერ დამტკიცებული არ არის და კვლევისა და შესწავლის საგანია.

5. კვლევა აჩვენებს, რომ კურკუმა ალცჰაიმერის გაჩენის რისკს ამცირებს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სანელებელი კარგია გონების სიჯანსაღისთვის. კვლევის მიხედვით კი, ადამიანს, რომელიც მცირე რაოდენობით მას რეგულარულად მოიხმარს, მეხსიერებას ასაკშიც ინარჩუნებს და ალჰეიმერის გაჩენის რისკი ნაკლებია. ამასთან, კურკუმა ერთგვარი ანტიდეპრესანტია და ის წამალივით მოქმედებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS