15 აპრილი, 2014
როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ - სახლის პირობებში
გთავაზობთ ნიღბებს, რომელიც სახლის პირობებში სასწაულს მოახდენს კანი თვალების ირგვლივ ნაზი და მგრძნობიარეა და ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და დელიკატურ მოვლას. გთავაზობთ ნიღბებს, რომელიც სახლის პირობებში სასწაულს მოახდენს.

1) ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ ოხრახუში. გარეცხეთ და დანაყეთ. დანაყული მწვანილი დაიდეთ თვალების ირგვლივ და ზემოდან დააფარეთ ნამიანი ბამბის ტამპონები. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთი.

2) კარტოფილი, ფქვილი და რძე - ეს კიდევ ერთი ნიღბის ინგრედიენტებია. აიღეთ 2-2 ჩაის კოვზი გახეხილი უმი კარტოფილი, ფქვილი და რძე. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და მიღებული
მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ და ზემოდან დააფარეთ ნამიანი ბამბის ტამპონები. გაიჩერეთ 15 წუთი.

3) გათალეთ უმი კარტოფილი და გახეხეთ სახეხზე. გახეხილი კარტოფილი გაყავით 2 ნაწილად, გაახვიეთ მარლაში, დაიდეთ თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15-20 წუთი. სასურველია ეს ნიღაბი ჩამოვიბანით ჩაით ან გვირილის ნაყენით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS