ყველაზე სურნელოვანი ნიღბის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ვნახოთ 2 სახის ნიღაბი. რომლის მომზადებაც ნებისმიერ თქვენგანს მარტივად შეუძლია. )შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მარწყვის ნიღაბი ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის რეკომენდებული არ არის)
1. მარწყვისა და ლიმონის წვენის ნაზავი
2-3 მარწყვი გაჭყლიტეთ, დაუმატეთ მას 1 სუფრის
ნიღაბი აღადგენს კანს, აახლებს და ჯანსაღ იერს უბრუნებს მას, ასევე აბალანსებს კანის ცხიმიანობას.
2. მარწყვისა და თაფლის ნაზავი
ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2-3 მარწყვი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და მიღებული ნაზავი წაისვით როგორც სახეზე, ასევე ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ნიღაბი კრავს ფორებს, კანს ათეთრებს და ჯანსაღ ელფერს სძენს.
ეს ნიღაბი კარგია ასევე ექსფოლიაციისთვის და კანზე მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. ამიტომაც, როდესაც სახეზე წაისვამთ, გირჩევთ ხელის მსუბუქი მოძრაობით ფაქიზად გაიკეთოთ კანზე მასაჟი და შემდეგ ჩამოიბანოთ.