03 ივნისი, 2020
მარწყვის 2 სახის ნიღაბი - აქრობს აკნეს, აღადგენს და აცოცხლებს კანს
მარწყვი და მარწყვის ნიღაბი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია კანისთვის. ის შეიცავს აუცილებელ მჟავებს, მათ შორის სილიცილის მჟავას, რომელიც იდელურია აკნეს სამკურნალოდ. გარდა ამისა, მარწყვის ნიღაბი ასაზრდოებს კანს ვიტამინებით, მას უფრო გლუვსა და პრიალას ხდის.

ყველაზე სურნელოვანი ნიღბის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ვნახოთ 2 სახის ნიღაბი. რომლის მომზადებაც ნებისმიერ თქვენგანს მარტივად შეუძლია.  )შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მარწყვის ნიღაბი ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის რეკომენდებული არ არის)

1. მარწყვისა და ლიმონის წვენის ნაზავი

2-3 მარწყვი გაჭყლიტეთ, დაუმატეთ მას 1 სუფრის
კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. მიღებული ნაზავი წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ხელის მსუბუქი მოძრაობით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი აღადგენს კანს, აახლებს და ჯანსაღ იერს უბრუნებს მას, ასევე აბალანსებს კანის ცხიმიანობას.

Rating

2. მარწყვისა და თაფლის ნაზავი

ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2-3 მარწყვი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და მიღებული ნაზავი წაისვით როგორც სახეზე, ასევე ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ნიღაბი კრავს ფორებს, კანს ათეთრებს და ჯანსაღ ელფერს სძენს.

ეს ნიღაბი კარგია ასევე ექსფოლიაციისთვის და კანზე მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. ამიტომაც, როდესაც სახეზე წაისვამთ, გირჩევთ ხელის მსუბუქი მოძრაობით ფაქიზად გაიკეთოთ კანზე მასაჟი და შემდეგ ჩამოიბანოთ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS