03 ივნისი, 2020
5 შეცდომა, რომლებსაც ტამპონის გამოყენების დროს უშვებთ - გინეკოლოგების რჩევა
ტამპონი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რამაა ქალისთვის, თუმცა კომფორტულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სწორად გამოყენება იცით, ხოლო სხვა შემთხვევაში ის დისკომფორტს შეგიქმნით და შესაძლოა, საზიანო იყოს და ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.

გინეკოლოგები გამოყოფენ 5 შეცდომას, რომელსაც ტამპონის გამოყენების დროს უშვებთ:

1. იძინებთ ტამპონით


ექიმ გილბერგ ლენზის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქალი ისე იძინებს, რომ ტამპონს იტოვებს, რაც დაუშვებელია და ეს შეიძლება სერიოზული ინფექციის წყარო გახდეს. ის ურჩევს ქალებს, რომ უმჯობესია ძილის დროს საფენი გამოიყენონ. საფენი გამძლეა
12 საათზე უფრო მეტ ხანსაც, ხოლო ტამპონს უფრო ხშირი გამოცვლა სჭირდება.

2. ტამპონს დაატარებთ ჩანთით, ყოველგვარი ჰიგიენის დაცვის გარეშე

ის ბაქტერიებისგან დაცულ, სუფთა სპეციალურ სათავსოში უნდა გქონდეთ, თუ უწესრიგოდ დაატარებთ ჩანთით და მენსტრუალური ციკლის მოსვლის დროს გაიკეთებთ, დიდი ალბათობით, რაიმე ინფექცია შეგეჭრებათ. ამიტომაც, ამ მხრივაც ფრთხილად უნდა იყოთ და მაქსიმალურად დაიცვათ ჰიგიენის წესები.

3.  არ აქცევთ ყურადღებას რამდენ ხანს გიკეთიათ ერთი და იგივე ტამპონი

იმისთვის, რომ ორგანიზმი არ მოგეწამლოთ და ინფექციისგან თავი დაიზღვიოთ, მაქსიმუმ რვა საათზე დიდხანს ერთი ტამპონი არ უნდა გაიჩეროთ. უმჯობესია, თუ რვა საათზე ნაკლებ დროში გამოიცვლით მას. თუ დროის გაკონტროლება გიჭირთ, დააყენეთ საათი, რომელიც შეგახსენებთ, როდის უნდა ჩაანაცვლოთ ძველი ტამპონი ახლით.

4. ხელებს მხოლოდ ტამპონის გაკეთების შემდეგ იბანთ

ეს კიდევ ერთი შეცდომაა. ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ მის გაკეთებამდეც, თუ გინდათ, რომ თავი დაიზღვიოთ ინფექციისგან. ეს ტამპონის მოხმარების ერთ-ერთი უმთავრესი წესია.

5. არ იცვლით ტამპონს ცურვის შემდეგ

ტამპონი ზღვის სეზონზე, აუზზე ყველაზე კომფორტული რამაა, მაგრამ ცურვის შემდეგ ის აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ახლით. რა თქმა უნდა, ასე იმიტომ უნდა მოიქცეთ, რომ თავი დაიზღვიოთ ინფექციებისგან. აუზზე, ზღვაში, უამრავი ბაქტერიაა, რომელიც შესაძლოა, ვაგინიდან ორგანიზმში მოხვდეს, ამიტომაც ცურვის დასრულების შემდეგ, აუცილებლად უნდა დაიბანოთ და ტამპონიც შეცვალოთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS