22 მაისი, 2020
უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სიურპრიზებს ბავშვებში - 8 სიმპტომი, რომელსაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს ავრცელებს. ის დეტალურად აღწერს კოვიდ-19-ის შემდგომ განვითარებულ ახალ სიმპტომებს, რომელიც ძირითადად, ბავშვებისთვის არის დამახასიათბეელი

"კოვიდ-კავაზაკით დაპანიკებულები მწერენ ინბოქსში. მშობლების ინფორმირებისთვის შემოვიხედე დროებით...

როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობი ვირუსი ისევ აგრძელებს სურპრიზებს, აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით, ვიცოდით, ბავშვებში ასიმპტომურად ან მსუბუქი სიმპტომებით მიდის ინფექცია, ხუთი კვირის უკან გამოჩნდა ეს ფენომენი- კოვიდ-19ის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმის გადატანის მერე ბავშვების ნაწილს განუვითარდა ანთებითი რეაქცია ინფექციურ აგენტზე კავაზაკის მსგავსი
სინდრომით (და არა კავაზაკის დაავადება) და თანმდევი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომლის მკურნალობა შეიძლება დროული ჰოსპიტალიზაციით, ლეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათია. ნუ დაისტრესებით, ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგეპაროთ შემდეგი სიმპტომები:

❗გახანგრძლივებული ცხელება;
❗კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზოგჯერ აპენდიკულური სინდრომის მსგავსი), ღებინება, დიარეა;
❗კანის სიმპტომატიკა, გამონაყარი შეიძლება იყოს კავაზაკისთვის სპეციფიური და არასპეციფიურიც;
❗ფარინგიტი, "ჟოლოსებრი" ენა;
❗კონუნქტივიტი;
❗კისრის ადენოპათია;
❗თავის ტკივილი;
❗სხვა რესპირაციული სიმპტომებიც ერთვება ზოგჯერ.

ძირითადი გართულებაა გულის მხრივ- მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კორონალური სისხლძარღვების დაზიანება, რის გამოსარიცხადაც დამახასიათებელი სიმპტომებისა და სისხლში ანთებითი სინდრომის არსებობისას კეთდება გულის ექოსკოპია.

❗რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, თქვენგან საჭიროა სიფრთხილე, სიმპტომები რომ არ გამოგეპაროთ და დროული ჰოსპიტალიზაცია.

პ.ს. არ მიყვარს წამოძახება "ხომ გეუბნებოდით", ყოველთვის ცუდად და ნიშნისმოგებასავით ჟღერს და ამ კონტექსტში ეს სიმდაბლე და სისასტიკეა, მაგრამ როცა ამდენ ადამიანს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობა, ეპიდემიის საფრთხე და არაექიმების ზღაპრებს უფრო იზიარებს, ექიმები კი მტრებად შეგვრაცხა, უნდა ითქვას- ხომ გეუბნებოდით, უცნობ ვირუსთან გარისკვა დაუშვებელია, სიფრთხილე არასდროსაა ზედმეტი!

პ.პ.ს. საფრანგეთი ისევ შეცდა, შეზღუდვების მოხსნა ბავშვებით რომ დაიწყო, რასაც ასევე ვამბობდი!" - წერს ქეთი ლობჟანიძე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:(((
რატომღაც მგონია, ახალი დაპანიკების სურვილი აქვთ ვიღაცეებს.
22:42 / 23-05-2020
გამოხმაურება / 0 /
genius1113
სტატიისთვის მადლობელი ჩემო ბატონო, მარა... ან ლინკი ჩააგდეთ სამედიცინო ლექსიკონის, ან სიმპტომებზე ცოტა ქართულად ... და დიდად მადლობელი დაგრჩებოდით
07:36 / 23-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS