ამ კონტექსტში ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს ხილის ნამცხვრებში და ტორტებში გამოყენებაზე. კონკრეტულად, ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ გამოიყენებენ ტორტებში ყუნწიან მარწყვს.
"ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა
ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა "მოწამლა". ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით "მოწამვლის" შემთხვევებიც.
მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტიურად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია" - წერს მაია ბუწაშვილი.