20 მაისი, 2020
რატომ არის სახიფათო მარწყვის ტორტის მირთმევა - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი იმ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს, რა­საც ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლა ქვია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პრო­დუქ­ტი გამ­დი­ნა­რე წყალ­ში კარ­გად გა­ი­რე­ცხოს.

ამ კონ­ტექ­სტში ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ხი­ლის ნამ­ცხვრებ­ში და ტორ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლად, ბუ­წაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ტორ­ტებ­ში ყუნ­წი­ან მარ­წყვს.

"ზოგი ახი­რე­ბად მით­ვლის, მაგ­რამ წლე­ბია მა­წუ­ხებს ყუნ­წი­ა­ნი მარ­წყვე­ბის ნახ­ვა კრე­მი­ან ტორ­ტებ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია მარ­წყვი ყუნ­წის მო­ცი­ლე­ბის გა­რე­შე ადექ­ვა­ტუ­რად გა­ი­რე­ცხოს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც დიდი შან­სი აქვთ იქ არ­სე­ბო­ბის, ყუნ­წის მო­ცი­ლე­ბი­სას ხი­ლუ­ლი ჭუ­ჭყიც შე­იმ­ჩნე­ვა
ხოლ­მე. ახლა, რა თქმა უნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტექ­სტში არ ვწერ ამას, ჩვე­უ­ლებ­რივ ბაქ­ტე­რი­ებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად აინ­ფი­ცი­რებს ადა­მი­ანს, თუ ხილი და ბოსტნე­უ­ლი კარ­გად არ არის გა­რე­ცხი­ლი გამ­დი­ნა­რე წყლით.

ასე­ვე ად­ვი­ლად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბი კრემ­ში და სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს (საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი). არა­ერ­თხელ გა­მი­გია, რომ ადა­მი­ა­ნი მარ­წყვმა "მო­წამ­ლა". ასე­ვე ხში­რია კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბით "მო­წამ­ვლის" შემ­თხვე­ვე­ბიც.

მოკ­ლედ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა ისე­თი უც­ნა­უ­რი და არა­სა­ჭი­რო ქცე­ვა და­ი­წყეს, რო­გო­რი­ცაა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუთ­ვე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია და ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლი საპ­ნით რე­ცხვა, ყუნ­წი­ა­ნი (ანუ ფაქ­ტი­უ­რად ცუ­დად გა­რე­ცხი­ლი) მარ­წყვი თავ­მომ­წო­ნე ტორტზე კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რია" - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS