18 მაისი, 2020
დიაბეტის, ორსულობის და აკნეს დროს - რა ემართება ორგანიზმს, როცა ყოველ დღე ნუშს მიირთმევთ
მიირთვა ნუში რეგულურად, ნიშნავს იცხოვრო ჯანსაღად. ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თხილებს შორის ნუში ყველაზე სასარგებლოა. ვნახოთ 4 მთავარი სარგებელი, რომელთა მიღებაც ნუშის რეგულარულად მირთმევის შედეგად შეგიძლიათ.

1. აქრობს აკნეს

კვლევის თანახმად, აკნეს მქონე ადამიანების 9%-ში აკნე ვითარდება ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობის გამო. ნუში კი დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს. ის აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მის ზოგად მდგომარეობას და ამავდროულად, კანიდან აქრობს გამონაყარს.

2. ნუში იდეალურია დიაბეტთან ბრძოლის დროს

კვლევა აჩვენებს, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანის მდგომარეობა
მკვეთრად უმჯობესდება ყოველ დღე ნუშის მირთმევის შედეგად. ის ორგანიზმს ქოლესტერინის მოშორებაში ეხმარება და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

3. ნუშის მირთმევა გეხმარებათ მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომაში

ინდოეთში ტრადიციაა, რომ მშობიარობის შემდეგ ქალმა ნუში რეგულარულად უნდა მიირთვას, რადგანაც ის ენერგიის მომატებას, წონაში დაკლებას და სხეულის ფორმების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ექსპერტები ქალებს სტრიების მოსაშორებლადაც ნუშის რეგულარულად მირთმევას ურჩევენ.

4. სასარგებლოა მისი მირთმევა ორსულობის დროს

თუ ნუშს ორსულობის დროს რეგულარულად მირთმევთ, უფრო გონიერი და ნიჭიერი ბავშვი იბადება. ესპანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ნუშს მიირთმევდნენ, უფრო მაღალი IQ აქვთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS