28 მარტი, 2020
რა უნდა მივირთვათ და რომელი ვარჯიში უნდა გავაკეთოთ კორონავირუსის პანდემიის დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადამიანისთვის აუცლებელი და სასარგებლოა, მითუმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის და პანდემიაა გამოცხადებული.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვირუსის პრევენციის მიზნით, დისტანციურად მუშაობს და დროს სახლში ატარებს, ამას კი თან სდევს მომატებული კილოგრამები. ფიტნეს-ინსტრუქტორი გიორგი ველთაური სასარგებლო რეკომენდაციებს მოგცემთ.

- გიორგი, მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება?

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს ყველასთვის, ეს მყარი იმუნური სისტემის გარანტია და
ვირუსების დროს, ადამიანი მას მომზადებული ხვდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზოგადი და მნიშვნელოვანი რჩევების დაცვით შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და აუცილებელია.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს?
- მოვაწესრიგოთ ჩვენი კვების რაციონი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა უმრავლესობა თვითიზოლაციაშია ან ცდილობს მეტი დრო სახლში გაატაროს ან იმუშაოს სახლიდან, ახლა უფრო მარტივად შეუძლია დაიცვას ჯანსაღი კვების წესები. დილით გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა წყლის მიღებით გააღვიძოს ორგანიზმი, 10 საათამდე მიიღოს მსუბუქი საკვები გერკულესი ან სხვა მარცვლეული, პირველ საათამდე მიიღოს სხვადასხვა სახეობის ხილი (ამ პერიოდში ჩირიც შეიძლება მრავალფეროვნებისთვის) მცირე წასახემსებელი თხილეულის სახით, ორი-სამი საათიდან ბოსტნეულით გაჯერებული საკვები მოთუშულ, ან სხვა მდგომარეობაში, (ძალიან კარგია: ბულგარული, ბროკოლი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო), საღამოს რეკომენდირებულია ცილის და ცხიმის შემცველი საკვები, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომბიაცია მისაღებია, სასურველია, რაციონიდან ამოვიღოთ ცომეული, მაგრად შემწვარი და საკონდიტრო ნაწარმი, რადგან ასეთ საკვებს ნეგატიური ზემოქმედების უნარი აქვთ ჩვენს ორგანიზმზზე.

- რა ტიპის ვარჯიშებია რეკომენდირებული?
- რადგან ეს ვირუსი ყველაზე მეტად ჩვენს რესპირატორულ სისტემაზე მოქმედებს, აუცილებელია სწორი სუნთქვის დაცვით რამდენიმე სახლში შესასრულებელი ვარჯიში, რომელიც ჩემს პირად გვერდზეც მაქვს ახსნილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS