1. დაალბეთ 2 სუფრის კოვზი შვრია 4 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალში.
2. დაალბეთ 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული 4 სუფრის კოვზ წყალში. 10 წუთის შემდეგ დაამატეთ 2 გახეხილი ვაშლი, 2 სუფრის კოვზი მარწყვის ან ხენდროს წვენი, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული თხილი ან ნიგოზი და ამდენივე შესქელებული რძე.
3. 2 სუფრის კოვზი შვრია დაალბეთ 4 სუფრის კოვზ წყალში, დაუმატეთ 2 გახეხილი ვაშლი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ნაღები.
სახეს გარეგანი დახმარებაც სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ სალათებთან ერთად ნიღბებსაც მიაშველებთ.
ნიღაბი ლიმონითა და თაფლით
ორი სუფრის კოვზი თაფლი (ჩაშაქრებული არ შეიძლება) და ერთი საშუალო ზომის ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული მასით გაჟღინთეთ მარლის ნაჭერი და 20 წუთით სახეზე დაიფინეთ. ამ დროის განმავლობაში მარლის ნაჭერი ორჯერ შეცვალეთ. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ერთი კურსი - 10 ნიღაბი, კვირაში ორჯერ. ასეთი ნიღაბი ათეთრებს სახეს, აუფერულებს ლაქებს და კარგ შედეგს იძლევა ჭორფლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სტაფილოს ნიღაბი
ვიტამინებით მდიდარი სტაფილო მშვენიერი მკვებავი საშუალებაა სახის კანისთვის. სტაფილო წვრილად გახეხეთ და სახეზე 20-30 წუთით დაიდეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.