- ეს ვირუსი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, შესაბამისად, მასზე ყოველდღიურად იცვლება ჩვენი გამოცდილება. თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ასაკის ბავშვებს კორონავირუსი არ ხვდებოდათ, მაგრამ ეს სურათი უკვე შეიცვალა. საბედნიეროდ, ბავშვებში კორონავირუსს ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია. აქვე ავღნიშნავ, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, მაგრამ სიმპტომები არ გამოიხატოს ბავშვში, მაგრამ გადასცეს მშობელს. ამიტომ აუცილებელია სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა,
- რატომ გადააქვთ პატარებს ადვილად კორონავირუსი?
- გავრცელებული ჰიპოთეზაა, სპეციფიური რეცეპტორის ეისიორის უწიფრობა, რაც კარიბჭეა გარემოს და ორგანიზმს შორის, ასევე ბავშვებს უფრო ჯანსაღი ფილტვები აქვთ, ვიდრე მოზრდილებს და მესამე ჰიპოთეზაა, ისინი ხშირად ავადობენ სხვა კორონავირუსებით, ამიტომ ორგანიზმში სავარაუდოდ ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც იცავს პატარებს მძიმე კლინიკური გამოვლინებისგან.
- რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პედიატრს მშობელმა?
- ხშირი სიმპტომებია ცხელება 38-ზე მაღლა, შემაწუხებელი ხველა, სუნთქვის გართულება და ა.შ. აქვე ავღნიშნავ, ქრონიკული დაავადებები პატარებისთვის რისკჯგუფი არ აღმოჩნდა.
- რას ურჩევთ მშობლებს?
- მოერიდონ ბავშვების გარეთ გაყვანას, თუ აქვთ საკუთარი ეზო, მხოლოდ იქ შეუძლიათ გაასეირნონ, თუმცა, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები. იმუნიტეტი ჯანსაღი კვებით და ძილის მოწესრიგებით ყალიბდება.