კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, უცხოურ გამოცემებში ხშირად იწერება, რომ წვერის ტარება ვირუსის არსებობის პერიოდში სასურველი არაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელი ექიმები ერთ-ერთი პირველები იყვნენ და თმა გადაიპარსეს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეემცირებინათ. თავ
ჩინელი ექიმების თქმით, თმა მარტივად იზიდავს ვირუსებს და მის გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ უმჯობესია, თუ ასეთ რთულ ვითარებში მას საერთოდ გადაიპარსავენ.
AMBEBI.GE-ს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მცდელობა, ქართველ ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან გადაემოწმებინა, არის თუ არა საჭირო წვერის გაპარსვა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ქართველი სპეციალისტებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ამჯერად, ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ეპიდემიის დროს დიდი წვერის ტარება სასურველი არ არის.
"რეკომენდირებული არ არის, რადგან თმებში დიდხანს რჩება ვირუსი. ჩინეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თმებიც კი გადაიპარსეს და აქაც უმჯობესია, წვერიც დაიმოკლონ. იხილეთ ვრცლად