დიეტოლოგები პაპაიას აქტიურად იყენებენ სიმსუქნესთან საბრძოლველად, რადგან ის აქტიურად ასუფთავებს ნაწლავებს და ორგანიზმს ენერგიით აღავსებს.
პაპაია განსაკუთრებით სასარგებლოა დიეტაზე მყოფთათვის, რადგან დაბალკალორიულია, ამასთან ტკბილი და გემრიელია. 100 გრამი ნაყოფი სულ 39 კალორიაა, ის კუჭის წვასაც შველის, განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხმძიმეებისთვის.