მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რას აქცევს მამაკაცი ყურადღებას ქალთან ნაცნობობის პირველი ათი წამის განმავლობაში. როგორც აღვნიშნეთ, ძლიერი სქესის მზერა სწორედ ქალის ბაგეებისკენაა მიპყრობილი. თუ ქალბატონს პომადაც
ვარდისფერპომადიან ტუჩებს მამაკაცი 6,7 წამი უყურებს, წითელი პომადა კი მის ყურადღებას 7,3 წამით იპყრობს. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ ქალის თვალებზე მზერას მამაკაცები 0,95 წამით, თმაზე კი 0,85 წამით აჩერებენ.
თუ ქალი უმაკიაჟოდაა, უკვე 2,2 წამის შემდეგ მამაკაცს მზერა ტუჩებიდან თვალებზე გადააქვს, ეს გრძელდება 2,97 წამი, შემდეგ კი კიდევ 2,77 წამი ის ქალბატონის ცხვირს ათვალიერებს.
სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ მამაკაცების 40%-სთვის წითლად შეღებილი თხელი ტუჩებიც კი უფრო მიმზიდველია, ვიდრე შეუღებავი ფუმფულა ტუჩები.
ამ გამოკვლევის ხელმძღვანელი ჯეფ ბიტი დარწმუნებულია, რომ წითელი პომადა უმოკლესი გზაა კოცნამდე, ტყუილად კი არ იღებავდნენ წითლად ტუჩებს ძველი ეგვიპტელი ქალბატონები. სხვათა შორის, ამ აზრს თანამედროვე ვიზაჟისტებიც იზიარებენ. და კიდევ, წითელი მომავალი გაზაფხულის მთავარი ფერია.