სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის "იბუპროფენის" მიღება სახიფათოა და ის კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირებული ხართ და ამ პრეპარატს მიიღებთ, მკურნალობა რთულდება.
"BBC"-სთან საუბარში ექიმები ამბობენ, რომ "იბუპროფენის" მიღება არ არის რეკომენდებული კორონავირუსის სიმპტომების დროს, თუმცა, ვინც უკვე იღებს ამ მედიკამენტს, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა
"იბუპროფენსა" და "პარაცეტამოლს" სიცხის დამწევი და გრიპის სიმპტომების გამქრობი ეფექტი აქვს, თუმცა, ეს მედიკამენტები ყველასთვის სასარგებლო არაა გვერდითი ეფექტების გამო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ასთმა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს.
ამ მედიკამენტების შესახებ, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხების მისაღებად AMBEBI.GE-მ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
- გავცელებული მოსაზრებით, "იბუპროფენი" და მისი ჯგუფის მედიკამენტები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს. რამდენად სარწმუნოა ეს მოსაზრება?
- ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური, დაუსაბუთებელი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ჰიპოთეზა, რომ შესაძლებელია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი (ამ მედიკამენტების ჯგუფს სათავეში უდგას ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი) პრეპარატების გამოყენების დროს, ადამიანს უფრო მეტად ჰქონდეს ორგანიზმში და ფილტვის ქსოვილში ის რეცეპტორები ( AC 2 რეცეპტორი ჰქვია ამას ), რომლებსაც იყენებენ კორონავირუსები ორგანიზმში შეჭრისთვის.
ეს ვარაუდი ვრცელდება პირველი და მეორე ჯგუფის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე და ასევე წნევის დამწევ საშუალებებზეც. მათ შორის კაპტოპრილის ჯგუფის წამლებზე, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წნევის დამწევი მედიკამენტი,
მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს საკმარისი მონაცემებით ჯერ დადასტურებული არ არის. ჯანმო-მ გუშინ თავის ოფიციალურ გვერდზე დადო სპეციალური მასალა, სადაც წერია, რომ ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ არის წინააღმდეგი "იბუპროფენი" და მისი მსგავსი მედიკამენტები გამოვიყენოთ, რადგან არ არის ჯერ ამის ასაკრძალად საკმარისი მონაცემები.
- საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებმა სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმკურნალონ. რამდენად უსაფრთხოდ მიგაჩნიათ ეს მიდგომა?
- თუ ინფექციამ დაიწყო ეპიდემიური, ანუ მასობრივი გავრცელება, მაშინ ეს იქნება გამართლებული. რადგან 100-დან 80 შემთხევაში ეს ინფექცია მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, ან უმსუბუქესი სიმპტომებით, ანუ ჩვეულებრივ გაციებას ემსგავსება. როცა ვცივდებით ხოლმე, ამბობენ ადამიანები, „გრიპი შემხვდაო“, აი, ისე განვითარდება 80 %-ში. ამიტომ თუ ბევრი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, პოტენციურად ყველა გაციებული ადამიანი არ უნდა მივიჩნიოთ, რომ კორონავირუსიანია.
საჭირო იქნება, ექიმს ერთხელ გავესინჯოთ, მაგრამ მაინც და მაინც საავადმყოფოში დაწოლა არ მოვითხოვოთ. შეიძლება ვიმკურნალოთ სახლში, თუმცა, თვითიზოლაციის წესები მკაცრად უნდა დავიცვათ, რათა ოჯახის წევრებს არ გადაედოს. ახლა კორონავირუსის მქონე ორმოცი პაციენტი რომ არის საქართველოში, სტაციონარი და ბოქსები ჰყოფნის, მაგრამ 3000 რომ გახდეს, რომელი საავადმყოფო აუვა?
- თქვენ ამბობთ, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობას, ფაქტობრივად 80%-ს იოლად, ჩვეულებრივი გაციებასავით გადააქვს ეს ინფექცია. მაშ, როგორ ახსნით იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთ მაღალ მაჩვენებელს?
- იტალიას უნდა შევხედოთ სწორად და ჩავშალოთ გარდაცვალების შემთხვევები. იქ გარდაცვლილთა 80% არის 70 წელს გადაცილებული და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე. თუმცა, არის 20-30 წლამდე გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებელი 0.1%. ადამიანების უდიდეს ნაწილს, ვინც იტალიაში გარდაიცვალა, ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადება. გაგრძელება