16 მარტი, 2020
"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს
ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე 1 წე­ლია, აშშ-ში ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საქ­მი­ა­ნობს და ამ­ჟა­მად ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა­ში მონაწილეობს.

ქარ­თველ­მა დოქ­ტორ­მა COVID 19-ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ვირუ­სის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე დღეს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის, ასე­ვე თა­ვად ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა:



- ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ო­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს,
რაც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რათა ვირუსს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დავ­ხვდეთ რო­გორც მარ­თვის, ასე­ვე - პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.


შექ­მნი­ლი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ლო­კა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს, თუ რა უნდა ქნას ექიმ­მა, თუ მას­თან სიმპტო­მე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მი­დის. ვცდი­ლობთ, ეს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა იყოს, და­წყე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი­დან, დიგ­ნო­ზი­თა და მკურ­ნა­ლო­ბის ჩათ­ვლით.

ეს ახა­ლი ვირუ­სია და ბევ­რი რამ მის შე­სა­ხებ ექი­მებ­მაც არ იცი­ან, ამი­ტომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სი­აა, მათ­თვის სა­ფიქ­რა­ლად ცოტა რამ დავ­ტო­ვოთ და უკვე გა­წე­რილ გეგ­მას მიჰ­ყვეს თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი

ასე­ვე, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად, წამ­ლე­ბის, მათ შო­რის Remdesivir-ის კვლე­ვა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. თუ პა­ცი­ენ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სპე­ცი­ფი­კურ კრი­ტე­რი­უმს, გა­მო­ნაკ­ლი­სის წე­სით, ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ პრე­პა­რატს მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ი­ღებს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას შევ­ძლებთ. ჯერ საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი აქ ასე მრავ­ლად არ არის, თუმ­ცა, ვე­ლო­დე­ბით, რომ მო­მა­ვალ კვი­რებ­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.



- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­მე­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოგ­ხვდათ თვალ­ში?

- პირ­ვე­ლია ის, რომ თით­ქოს კო­რო­ნა­ვირუ­სი გრი­პი­ვი­თაა. გრიპს ის­ტო­რი­უ­ლად ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი პან­დე­მი­ე­ბი, მაგ­რამ მი­თია, თით­ქოს მას ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვი­ტანთ, რო­გორც გრი­პი გა­დაგ­ვაქვს. ჩი­ნეთ­შიც, იტა­ლი­ა­შიც და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვამ უკვე აჩ­ვე­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით COVID 19 აჭარ­ბებს გრი­პის ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, გა­და­დის ბევ­რად მარ­ტი­ვად, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მეტ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს.

მე­ო­რე, რაც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და, იყო, რომ ალ­კოჰო­ლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გა­გე­ბუ­ლი, რომ თით­ქოს, ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა შვე­ლის. 3%-იანი ალ­კოჰო­ლით გაწ­მენ­და ვირუ­სის ნა­წი­ლა­კებს უსუ­ლო ზე­და­პი­რებ­ზე კლავს, მაგ­რამ ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თან.

მე­სა­მე, რა­საც ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ბოსტნე­უ­ლით საპ­ნით გა­რე­ცხვას ეხე­ბა - არა­ნა­ი­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რომ ეს რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბას გვაძ­ლევს.

- რით გან­სხვავ­დე­ბა COVID-19 კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა, ად­რინ­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­გან? გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS