11 მარტი, 2020
"აიღეთ ბინტი და გააკეთეთ 4 ფენა" - პაატა იმნაძე მრავალჯერადი პირბადის სახლში დამზადების ხერხს გთავაზობთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "იმედის დილაში" ახალი კორონავირუსის შესახებ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 14 დღეა, მაგრამ ინკუბაციურ პერიოდში ჩატარებული ტესტი ზუსტ პასუხს ვერ იძლევა:

"ჩვეულებრივ, ვირუსის გამოვლენა 4-7 დღის განმავლობაში ხდება, მაგრამ მაქსიმალური ვადა 14 დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მე-10 დღეს ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო მე-11 დღეს დაგვეწყოს დაავადება, რადგან ვირუსი ორგანიზმშია, მაგრამ ჯერ
არ გამოვლენილა. ანალიზი პასუხს იძლევა
კლინიკური სიმპტომები დაწყების შემდეგ", - აცხადებს პაატა იმნაძე.
მან საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა:

"ჩვენი რეგულაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს 1-2 ნაბიჯით უსწრებდა ხოლმე წინ. როცა ამბობდნენ, არანაირი შეზღუდვა არ ყოფილიყო მგზავრობასა და ვაჭრობაზე, ჩვენ ეტაპობრივად ავკრძალეთ პირდაპირი ფრენები. იმ დროს, რა დროსაც სასწავლო პროცესი შევაჩერეთ, გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, მაგრამ ეს გაკეთდა. ჯერ-ჯერობით ჩვენი სტრატეგია მთლიანად ამართლებს. ფაქტი სახეზეა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა, ძლიერმა და ტრადიციული ინსტიტუციების მქონე ქვეყნების სისტემებმა ვერ შეძლეს ის, რაც ჩვენ. "

პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან შესაძლო დაინფიცირების შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, რატომაა მნიშვნელოვანი ხელების ხშირი დაბანვა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ძალიან კარგია იმიტომ,
რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავად არ იბანენ ხელს, სახელმწიფო "ბანს". ტანსაცმელზე ეს ვირუსი დიდხანს ვერ რჩება, ხელიდანაც პირდაპირ ვერსად შეიჭრება. ის მაშინ აქტიურდება, როცა პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოვისვამთ ხელს. ამიტომ უნდა დავიბანოთ მაქსიმალურად ხშირად ხელები. "
კითხვაზე, თუ რა მოხდება მაშინ, თუ ქვეყნის შიგნით ვირუსის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდება, იმნაძემ თქვა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდება.

პირბადეების დეფიციტზე მან აღნიშნა:

"ჩემს ახალგაზრდობაში საერთოდ არ იყო პირბადეები. ამიტომ, ასეთ გზას მივმართავდით: უნდა აიღო ბინტი და გააკეთო ოთხი ფენა. ზოგჯერ შუაში ბამბასაც ვუდებდით ხოლმე, თუ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ვმუშაობდით. ასე გაკეთებული ოთხფენიანი ნიღაბი საკმარისია, რომელიც შეგიძლიათ ორი საათის შემდეგ მოიხსნათ, გარეცხოთ, დააუთოოთ და თავიდან გამოიყენოთ." იხილეთ ვრცლად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS