ამ ეტაპზე არ არსებობს პრეპარატი, რომელიც უშუალოდ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გამოიყენება, თუმცა, მეცნიერები როგორც ამ საკითხზე, ასევე სპეციალური ვაქცინის შექმნაზეც მუშაობენ.
რა პრეპარატებით მკურნალობენ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს - ამ თემაზე AMBEBI.GE-მ კითხვები ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუსვა:
- ბატონო თენგიზ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს?
- მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე
მაგალითად, თუ აქვს პნევმონია, სეფსისი ან ეჭვი გვაქვს ბაქტერიულ ინფექციაზე ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. მაღალ ტემპერატურაზე - სიცხის დამწევი საშუალებებით. თუ საჭიროა, ინფუზიური თერაპია უტარდებათ, გადასხმებით, მაგრამ შეზღუდულად, რადგან ამ დროს არ შეიძლება მასიური ინფუზიოთერაპია (გადასხმა).
- ხომ არ შეიქმნება ბაზარზე პრეპარატების დეფიციტი?
- არა, რადგან ამ ეტაპზე 9 პაციენტს ვმკურნალობთ და რამდენი უნდა დაინფიცირდეს, რომ დეფიციტი გაჩნდეს?! თან ეს პრეპარატები გამოიყენება ათასობით სხვა ავადმყოფებისთვისაც.
- რამდენად ემორჩილება დაავადება ამ პრეპარატებს? გაგრძელება