06 მარტი, 2020
ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში
"ამ რეცეპტით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკის მომზადებას შეძლებთ, რომელიც წარმატებით კურნავს პრაქტიკულად ყველა ანთებასა და ინფექციას", – ამბობს პოპულარული ამერიკელი ექიმი რიჩარდ შულცე (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი ფიტო თერაპევტი, უამრავი პუბლიკაციის და წიგნის ავტორი, კითხულობს ლექციებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯსა და ოქსფორდში). ეს სუპერ საშუალება წარმოადგენს ძლიერმოქმედ ბუნებრივ წამალს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბალახებისა და მცენარეების საუკეთესო თვისებები ნაყენის ამდაგვარი სახით ნარჩუნდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ძლიერი საშუალებაა, ამიტომაც სიფრთხილით
უნდა გამოვიყენოთ. ამ საოცარი მიქსტურის რეცაპტი მოიცავს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს.


ინგრედიენტები:

ნატურალური ვაშლის ძმარი
100 გრ. ახალი მწარე წიწაკა

500 გრ. წითელი ხახვი
500 გრ. ნიორი
500 გრ. პირშუშხა
250 გრ. ჯანჯაფილი (კოჭა)


მომზადების წესი:

გაასუთავეთ და დაჭერით, რაც შეიძლება წვრილად, ყველა ინგრედიენტი. შემდეგ მოათავსეთ დიდი ზომის მინის ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი იმდენი, რომ 3 თითის სიმაღლეზე დაიფაროს არსებული მასა. დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას 2-6 კვირის მანძილზე. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო ძლიერ წამალს მიიღებთ. აუცილებელია, რომ დროდადრო ქილა შეანჯღრიოთ.





შემდეგ გადაწურეთ – გამოიყენეთ მარლა ან საცერი. ეცადეთ, რომ წვენი ბოლომდე გამოადინოთ. ნაყენი გადაიღეთ გაუმჭვირვალე შუშის ჭურჭელში, სინათლისგან რომ დაიცვათ. შემდეგ მოათავსეთ გრილ და ბნელ ადგილას. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS