პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსი მხოლოდ კონკრეტული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვისაა საშიში. როგორც აღმოჩნდა, ასევე საშიშია მათთვის, ვინც მარიხუანას ხშირი მომხმარებელია.
ექიმის პროგნოზი დამაიმედებელია: მისი თქმით, თუ მზიანი ამინდები გაგრძელდება, ვირუსი ნაკლებად საშიში გახდება და შესაძლებელია, ქვეყანა ეპიდემიას
- ბატონო დავით, რატომ არის მარიხუანას მომხმარებლებისთვის კორონავირუსი განსაკუთრებულად საშიში?
- ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, ჰორმონი, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჩვენი იმუნური სისტემის შესუსტებას. მათ იმუნოდეპრესანტები ჰქვია და იმუნურ სისტემას აქვეითებენ. როდესაც ვირუსის შესვლის გზა არის ფილტვები, ნარკოტიკების საშუალებით უჯრედული იმუნიტეტი ლოკალურად დაზიანებულია და ის ადგილი დასუსტებული, საიდანაც ვირუსის შეჭრა ხდება.
სიგარეტის ბოლიც მოქმედებს ფილტვებზე, მაგრამ სიგარეტის ბოლი არ არის ისეთი იმუნოდეპრესანტი, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკი რა გზითაც არ უნდა მოხვდეს, ორგანიზმი იმუნოდეპრესიას იწვევს, მაგრამ მარიხუანას მოწევა, პირდაპირ ფილტვებზე მოქმედებს.
- ასევე ამბობთ, რომ საშიშია მათთვისაც, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი...
- ღმერთმა მოგვცა ორი ორგანო, რომლებიც ბარიერს წარმოადგენენ ვირუსული ინფექციებისადმი. ნებისმიერი ვირუსი, რომელიც იჭრება სასუნთქი გზებიდან, პირველი ბარიერი ხვდება გლანდების საშუალებით და ებრძვის შემოჭრილ ვირუსებს. მეორე ორგანო არის ჭიანაწლავი ანუ აპენდიქსი, რომელიც საჭმლით შეყოლილ ვირუსებს ბლოკავს. ამ დროს ადამიანები გლანდებსაც ვიჭრით და აპენდიქსსაც. თუ მოსაჭრელია, უნდა ამოვჭრათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდას აყოლა, რომ ბარემ მოვიშორო და მოვიჭრა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ აღარ გვაქვს, ვირუსს ვეღარ გავუმკლავდებით, მაგრამ ამ დროს შესუსტებულია ორგანიზმის დაცვისუნარიანობა.
- ამბობენ, რომ კორონავირუსი საშიშია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც.
- მხოლოდ დიაბეტის არა, ნებისმიერი დაავადების დროს, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას. კორონავირუსი, რეალურად, ვირუსული ფილტვების ანთებაა. ნებისმიერი ანთების დროს, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება. ვირუსები და ბაქტერიები ვერ მრავლდება იქ, სადაც ჟანგბადის მაღალი კონცეტრაციაა. გაგრძელება