28 თებერვალი, 2020
რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს
სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­შვი­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის რის­კი და ეპი­დე­მი­ის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში მა­ინც და­ძა­ბუ­ლო­ბაა.

პულ­მო­ნო­ლო­გი და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სი მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა სა­ში­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე სა­ში­შია მათ­თვის, ვინც მა­რი­ხუ­ა­ნას ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

ექი­მის პროგ­ნო­ზი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია: მისი თქმით, თუ მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, ვირუ­სი ნაკ­ლე­ბად სა­შიში გახ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქვე­ყა­ნა ეპი­დე­მი­ას
გა­და­ურ­ჩეს.



- ბა­ტო­ნო და­ვით, რა­ტომ არის მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში?


- ნე­ბის­მი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰორ­მო­ნი, ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­სუს­ტე­ბას. მათ იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტე­ბი ჰქვია და იმუ­ნურ სის­ტე­მას აქ­ვე­ი­თე­ბენ. რო­დე­საც ვირუ­სის შეს­ვლის გზა არის ფილ­ტვე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ლო­კა­ლუ­რად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ის ად­გი­ლი და­სუს­ტე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ვირუ­სის შეჭ­რა ხდე­ბა.

სი­გა­რე­ტის ბო­ლიც მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე, მაგ­რამ სი­გა­რე­ტის ბოლი არ არის ისე­თი იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტი, რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ნარ­კო­ტი­კი რა გზი­თაც არ უნდა მოხ­ვდეს, ორ­გა­ნიზ­მი იმუ­ნო­დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს, მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა, პირ­და­პირ ფილ­ტვებ­ზე მოქ­მე­დებს.

- ასე­ვე ამ­ბობთ, რომ სა­ში­შია მათ­თვი­საც, ვი­საც გლან­დე­ბი აქვს ამოჭ­რი­ლი...

- ღმერ­თმა მოგ­ვცა ორი ორ­გა­ნო, რომ­ლე­ბიც ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გე­ნენ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სად­მი. ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სი, რო­მე­ლიც იჭ­რე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი ხვდე­ბა გლან­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და ებ­რძვის შე­მოჭ­რილ ვირუ­სებს. მე­ო­რე ორ­გა­ნო არის ჭი­ა­ნაწ­ლა­ვი ანუ აპენ­დიქ­სი, რო­მე­ლიც საჭ­მლით შე­ყო­ლილ ვირუ­სებს ბლო­კავს. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გლან­დებ­საც ვიჭ­რით და აპენ­დიქ­სსაც. თუ მო­საჭ­რე­ლია, უნდა ამოვ­ჭრათ, მაგ­რამ ეს არ უნდა იყოს მო­დას აყო­ლა, რომ ბა­რემ მო­ვი­შო­რო და მო­ვიჭ­რა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ თუ აღარ გვაქვს, ვირუსს ვე­ღარ გა­ვუმკლავ­დე­ბით, მაგ­რამ ამ დროს შე­სუს­ტე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.



- ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ში­შია დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც.


- მხო­ლოდ დი­ა­ბე­ტის არა, ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს, რო­მე­ლიც იწ­ვევს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლას. კო­რო­ნა­ვირუ­სი, რე­ა­ლუ­რად, ვირუ­სუ­ლი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი ან­თე­ბის დროს, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­კეთ­დეს, ეს არის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მო­წეს­რი­გე­ბა. ვირუ­სე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ მრავ­ლდე­ბა იქ, სა­დაც ჟანგბა­დის მა­ღა­ლი კონ­ცეტ­რა­ცი­აა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS