„პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში. 4%-ის შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საშუალო ან მსუბუქი ფორმებით, რომელიც პრაქტიკულად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მთავარი რჩევაა, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები. ხელების ხშირი დაბანა, ოთახის სველი წესით დალაგება და
გირჩევთ, დროებით შეიკავოთ თავი საზოგადოების თავშეყრის ადგილებისგან, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრებისგან, რადგან ახლა ვირუსების პერიოდია. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
არ არის აუცილებელი საკვები და მალეფუჭებადი პრდუქტების მომარაგება, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავად შეიძლება იყოს კვებითი ინტოკსიკაციისა და ნაწლავების ინფექციის წყარო.“ - ამბობს თემურ მიქელაძე. გაგრძელება