ჯეი ლო საერთოდ არ მალავს თავისი გარეგნობის საიდუმლოს: სწორი კვება, სპორტი და ძილი - სულ ეს არის მისი საიდუმლო. ამასთანავე, მომღერალი მუდმივად უზიარებს თავის გამომწერებს კვების რაციონს. მზრუნველი დედა, მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, მოცეკვავე და საკუთარი ბრენდის მფლობელი გვარწმუნებს, რომ არასდროს
მკაცრ დიეტაზე. ამავდროულად, მას მოსაწყენ ჯეი ლოს ეძახიან ჰოლივუდში, ვინაიდან არ სვამს ყავას, არ ეწევა, არ ეკარება ალკოჰოლს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ეს კი პირველი მიზეზია, რის გამოს მისი კანი შინაგანად მუდამ ანათებს.
დღის განმავლობაში 1.5 ლ. წყალს სვამს, თუმცა, სიმსუბუქისთვის სმუზისაც მიირთმევს. ძალიან უყვარს სასუსნავით თავის განებივრება, თუმცა, მისი დღიური ნორმა არ აღემატება 1400 კილოკალორიას.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ბანანი
100 გ მარწყვი
30 გ ჟოლო
30 გ მოცვი
200 მლ ნატურალური იოგურტი
0.25 ჩაის კოვზი კოჭა
0.5 ჩაის კოვზი თაფლი
0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
50 გ ყინული
დიეტოლოგი კერი გლასმენი აღნიშნავს, რომ „კომბინირებული პროტეინი, იოგურტი და ნახშირწყლები კენკროვანებში არა მარტო ენერგიას გჩუქნით, არამედ განაყრებთ“. ეს ერთადერთი საუზმეა, რომელიც უნდა მიიღოთ შუადღემდე.გაგრძელება