09 აპრილი, 2014
ალოეს სასწაულმოქმედი ლოსიონი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ნაყენს ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 5 წუთს, შემდეგ ვაციებთ და ვწურავთ ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგოდ და ნაოჭებიანი კანის სამკურნალოდ გამოიყენება ლოსიონი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:

1. წვრილად დავჭრათ 100 გ ალოე (2-3 მსხვილი ფურცელი) და დავასხათ 1ლ ცივი ანადუღარი წყალი.

ნაყენს ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 5 წუთს, შემდეგ ვაციებთ და ვწურავთ. ვიყენებთ დღეში ორჯერ, დილას და საღამოს  და გამოყენების შემდეგ ვინახავთ შუშის ჭურჭელში მაცივარში.

2. ასევე საოცარი შედეგი აქვს სახის დაბანას ალოეს ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით. ნაყენი მზადდება იგივენაირად, როდესაც ნაყენი
გაცივდება, ჩავასხავთ ფორმებში და შევდგავთ საყინულეში.

ალოეს ყინულის კუბიკები წარმატებით გამოიყენება სახის, კისრის და დეკოლტეს ზონის დაბანის შემდეგ გასაწმენდათ. ასეთი თავისებური საშინაო კრიომასაჟი ასწორებს ნაოჭებს, ხსნის გაღიზიანებას და ატონიზირებს კანს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მირიანი
სოფია, შენც იგივეს გირჩევ, რაც მარინას ურჩიე.
11:18 / 11-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მირიანი თბილისიმად
მარინა.ბათუმი - "კარგია! ოღონდ "ვასხავთ" არა! ვასხამთ! :)". კარგი რა მარიამ, კარგი. ისე ცნობისათვის მინდა გამცნო მარიამ, რომ მასწავლებლებზე ერთი ვაგონი ჩაჩუტული "სასისკია" ჩამოსული ბათუმში და ვგზალზე დგას. გასცემენ უფასოდ. გირჩევ დროზე მიხვიდე .
11:16 / 11-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფია
გასაწმენდათ არა! გასაწმენდად!!!!
01:29 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გთხოვთ ამიხსნათ.ორჯერ გამოყენებაში რას გულისხმობთ?სახე დილას და საღამოს ამ ნაყენით გავიწმინდო,შემდეგ მკვებავი წავისვა?გმადლობთ!
17:31 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა.ბათუმი
კარგია! ოღონდ "ვასხავთ" არა! ვასხამთ! :)
15:46 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS