ვიწრო ჯინსებისა და კოლგოტის ხშირად ხმარებამ შესაძლოა თმის ჩაბრუნება გამოიწვიოს ფეხისა და ბიკინის არეში. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ბამბუკისგან დამზადებული კოლგოტი და თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი ჩაიცვათ, კანმა რომ თავისუფლად იგრძნოს თავი.
10. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი საფრთხეს უქმნის ჩვენი კანის ჯანსაღ იერსახეს. ამის მიზეზი კი ის მილიონობით მიკრობი გახლავთ, რომელიც ღრუბელში ბუდობს და უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია.
9. სოიოსგან დამზადებული პროდუქტების გამოყენება
სოიო
8. შხაპის მიღების შემდეგ თავზე პირსახოცის წაკვრა
მანდილოსნების უმეტესობა შხაპის მიღების შემდეგ, თავზე პირსახოცს იკრავს. ეს კი ჩვენს თმას და თავის კანს საფრთხეს უქმნის. მაგალითად, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ და თავზე პირსახოცს წაიკრავთ, თმა უფრო გაგიცხიმიანდებათ, იმ შემთხვევაში კი თუ მშრალი ტიპის თმა გაქვთ, თავის კანი უფრო გამოგიშრებათ.
7. სახის პირსახოცით გაწმენდა
ბევრი ცნობილი ბლოგერი გვირჩევს, სახე ერთჯერადი ხელსახოცით გავიწმინდოთ, რადგან ის ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და მიკროტრავმების რისკს.
6. სურნელოვანი აბაზანა
სამსახურის შემდეგ ცხელი აბაზანა განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუმცა, აბაზანის სურნელოვანი ბურთები შეიცავს არომატიზატორებს და სახამებელს. ეს კი მიკროფლორას აზიანებს.
5. წყლის დალევა ბოთლით
წყლის დალევა ბოთლით რეკომენდირებული არაა, რადგან ის კბილებს უქმნის პრობლემას. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ნუ ვიყიდით ბრენდირებულ, გაფილტრულ წყალს. სახლში დავაყენოთ წყლის ფილტრი და ჭიქით მივირთვათ.
4. აბაზანაში კოსმეტიკის შენახვა
მანდილოსნები კოსმეტიკურ საშუალებებს ძირითადად სააბაზანოში ინახავენ. თუმცა, ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ამ საშუალებების ვადას. აბაზანაში შენახული კოსმეტიკური საშუალებები, შესაძლოა, ზედმეტად გათბეს და ვადის გასვლაზე ადრე გაფუჭდეს. ამიტომ უმჯობესია, ისინი 8-22 გრადუს ტემპერატურაზე შევინახოთ.
3. ე.წ. შლოპანცების გამოყენება
შლოპანცების ჩაცმა ცხელ ამინდში თითქმის ყველას უყვარს, თუმცა, გირჩევთ გადაყაროთ. სპეციალისტების თქმით, „შლოპანცებით“ სიარულისას ფეხი ზედმეტად დაჭიმულია, ეს კი ჩვენს სახსრებზე ახდენს ცუდ გავლენას.
2. თმის შეღებვა შავი ფერის საღებავით
თმის შეღებვა შავი ფერის საღებავით სასურველი არაა, რადგან ყველა საღებავი, მითუმეტეს შავი, შეიცავს პარაფინს. ამან კი შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს, ვინაიდან შავი ფერის საღებავი დიდი ოდენობით შეიცავს შხამოვან ნივთიერებებს.
1. ფრჩხილების გელით დაგრძელება
გრძელი ფრჩხილები დღითიდღე უფრო ბევრი ქალის სისუსტე ხდება, თუმცა, სპეციალისტები გვირჩევენ, ეს არ გავაკეთოთ. რაც უფრო გრძელია ფრჩხილი, მით უფრო მეტი მიკრობი იბუდებს ფრჩხილსა და კანს შორის, მით უფრო მაშინ, როცა ფრჩხილები გელით გვაქვს დაგრძელებული.