20 იანვარი, 2020
რისგან იცავს მამაკაცებს წინადაცვეთა და სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია საშიში - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები
ტკი­ვი­ლი მენსტრუ­ა­ცი­ის დროს, ჭარ­ბი გა­მო­ნა­დე­ნი სა­შო­დან, შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებ­ში მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი იყოს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად წინ­დაც­ვე­თა­საც მი­მარ­თავს. AMBEBI.GE-მ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ მეან-გი­ნე­კო­ლოგს, რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ სო­ფიო ბოჯ­გუ­ას მი­მარ­თა:



- სოფო, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი რო­მე­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ავად­დე­ბი­ან ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად?

- ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბის
და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­და, სა­სურ­ვე­ლია, ვი­ცო­დეთ ტორჩ-ინ­ფექ­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­შიც შე­დის: ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზი, წი­თე­ლა, ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სუ­ლი და ჰერ­პეს ინ­ფექ­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პა­პი­ლო­მა ვირუ­სი, რომ­ლის ორა­სამ­დე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს და აქე­დან ცხა­დია ყვე­ლა არ არის ონ­კო­აგ­რე­სი­უ­ლი ტიპი. ზო­გა­დად, აქამ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ ძი­რი­თა­დი გა­დამ­დე­ბი წყა­რო მა­მა­კა­ცია, მაგ­რამ ასე ხე­ლა­ღე­ბი­თაც ვერ ვი­ტყვით, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის გზით მოხ­დეს და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, კა­ნით-კან­თან კონ­ტაქ­ტი­ტაც გა­დაგ­ვე­დოს. ასე­ვე, ბოლო პე­რი­ო­დის კვლე­ვე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დე­დი­დან-შვილ­ზეც გა­და­ვი­დეს ინ­ფექ­ცია, თუნ­დაც მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ში.

- რამ­დე­ნად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბად ით­ვლე­ბა ინ­ფექ­ცი­ე­ბი?

- მა­გა­ლი­თად, რომ ავი­ღოთ ჰერ­პეს ვირუ­სის შემ­თხვე­ვა, ცხა­დია, ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­თოს სტრესს, გა­ცი­ე­ბას, გა­და­ხუ­რე­ბას. ასე­ვე, ძა­ლი­ან ცუ­დია ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნა ვირუ­სე­ბის დროს, შე­სა­ბა­მი­სად, მდგო­მა­რე­ო­ბაც უა­რეს­დე­ბა.



წყვი­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლია ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან, თუ ერთი და იგი­ვე პარტნი­ო­რი ჰყავს, პა­პი­ლო­მას და სხვა სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის რის­კი იზ­რდე­ბა მრა­ვა­ლი სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რის დროს. ამ­დე­ნად, კონ­დო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­დო­მი ყვე­ლაფ­რის­გან ვერ იცავს.

- ორა­ლუ­რი სექ­სი თუ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს რის­კის წყა­როდ?

- ორა­ლუ­რი სექ­სის შე­დე­გად გა­და­დე­ბულ­მა პა­პი­ლო­მა ვირუს­მა, შე­იძ­ლე­ბა საყ­ლა­პა­ვის და ხორ­ხის კი­ბოც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არის კვლე­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი. სა­ერ­თოდ, პი­რის ღრუ­ში ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბაქ­ტე­რი­აა და შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მაც მოხ­დეს პარტნი­ორ­ზე. პი­რის ღრუ ერთ-ერთი სა­ხი­ფა­თო და კარ­გად მო­სავ­ლე­ლი ორ­გა­ნოა.

ასე­ვე, სქე­სობ­რი­ვი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, რე­კო­მენ­და­ცი­რე­ბუ­ლია, რომ არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა - უმ­ჯო­ბე­სია 18 წლი­დან ზე­ვით.

- სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო რო­მე­ლი ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს?


- ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა შიდსის ვირუ­სი, რომ­ლის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ეგო­ნათ, რომ ჰერ­პეს ვირუ­სი კი­ბოს იწ­ვევ­და, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, თუ ქალი გეგ­მავს და­ორ­სუ­ლე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ტორჩ-ინ­ფექ­ცი­ებს.

ხში­რად გვეს­მის, რომ ქალს აქვს უბ­რა­ლო გა­მო­ნა­დე­ნი და თით­ქოს ეს არა­ფე­რია. ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა ეს მიგ­ვი­თი­თებ­დეს, ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბით პრო­ცეს­ზე მცი­რე მენ­ჯის ღრუ­ში. ასე­ვე ტკი­ვი­ლი და მუდ­მი­ვი დის­კომ­ფორ­ტი არ არის მხედ­ვე­ლო­ბის მიღ­მა და­სა­ტო­ვე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს კვერ­ცხსა­ვა­ლი მი­ლის (ფა­ლო­პის მილი) ან­თე­ბე­ბამ­დე, რაც შემ­დგომ­ში შექ­მნის შვი­ლოს­ნო­ბის პრობ­ლე­მებს.



- სოკო, რო­მე­ლიც ბევრ ქალს აქვს, რამ­დე­ნად სა­ში­შია?

- კან­დი­ნას ტი­პის სოკო, ეს არის ჩვენ­თვის ნორ­მა­ლუ­რი, თუმ­ცა, თუ ის გამ­წვავ­და და მოგ­ვცა კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მივ­მარ­თოთ გი­ნე­კო­ლოგს. კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ: წვას, დის­კომ­ფორ­ტს, გა­მო­ნა­დენს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით, სუნს, სი­წით­ლეს და ა.შ.

- ხში­რად ის­მის კი­თხვა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა სოკო ქალს ან მა­მა­კაცს გა­და­ე­დოს ზღვი­დან, აუ­ზი­დან, ან სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის უნი­ტა­ზი­დან?

- რო­დე­საც ზღვა­ზე და აუზ­ზე მივ­დი­ვართ, ჩავ­ხტე­ბით ცივ წყალ­ში და შემ­დეგ ამოვ­დი­ვართ მზე­ზე, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ შეგვცივ­დეს ან დაგ­ვცხეს. ეს უკვე ორ­გა­ნიზ­მის­თვის სტრე­სია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩვენ­ში­ვე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა, ასე­ვე ჰერ­პეს ვირუ­სის და ამ დროს გამ­წვავ­დეს სოკო, შემ­დეგ ცხა­დია, ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­კავ­ში­რებთ ზღვას.

რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ტაზს, მი­თია, რად­გან არა­ვინ არ დაჯ­დე­ბა ისეთ უნი­ტაზ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რია.

ზო­გა­დად სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი არის ძა­ლი­ან ნაზი, ისე­დაც სულ ჩა­ხუ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ზედ­მე­ტი ფაქ­ტო­რე­ბი არ არის სა­სარ­გებ­ლო, თუნ­დაც სა­ფე­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფე­ნე­ბი, ამ­წვა­ვებს სო­კო­ვან და­ა­ვა­დე­ბებს. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS