06 აპრილი, 2014
რით არის სახიფათო სველი ხელსახოცი
მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცების გამოც და მოითხოვენ, კიდევ მეტი გულმოდგინებით შემოწმდეს ისინი როგორც აღმოჩნდა, ესოდენ კომფორტული ჰიგიენური სველი ხელსახოცები არც ისე უსაფრთხო ყოფილა. აღიარებულია, რომ ისინი კანს მიკრობებს აცლიან, თუმცა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სველი ხელსახოცები ორგანიზმისთვის სახიფათოა და ეს ძალიან საყურადღებოა. ლაპარაკია ყველა სახის სველ ხელსახოცზე.

დერმატოლოგებმა გულმოდგინედ შეისწავლეს ეს ჰიგიენური საშუალება. მიღე-ბული შედეგების საფუძველზე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ლაპარაკია ალერგიულ და ალერგიისკენ მიდრეკილ კანზე. ალერგიული გამოვლინებები კი ბოლო დროს
ძალიან გახშირებულია მთელ მსოფლიოში.

პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც, სავარაუდოდ, ფართო მასებისთვის არ იყო განკუთვნილი. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სველი ხელსახოცების გამოყენებისას მხოლოდ გასულ წელს 350 პაციენტს დაუფიქსირეს კანის სერიოზული ალერგიული რეაქციები, რამაც საერთო მონაცემების 11% შეადგინა. სველი ხელსახოცების ალერგიულ მოქმედებას სპეციალისტები ადრეც სწავლობდნენ, მაგრამ მაშინდელი მონაცემები გაცილებით დაბალია.

მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცების გამოც და მოითხოვენ, კიდევ მეტი გულმოდგინებით შემოწმდეს ისინი, რათა ალერგიის წყაროდ არ იქცნენ.

მეცნიერები იკვლევენ, კონკრეტულად რა იწვევს მოულოდნელ ალერგიულ რეაქციას. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს სითხე, რომლითაც ხელსახოცია გაჟღენთილი. ანტიბაქტერიული სითხე შეიცავს კონსერვანტს - მეთილიზოთიაზოლინონს. მეცნიერების აზრით, შეიძლება, სწორედ ის იყოს დერმატიტების გამომწვევი.

მათთვის კი, ვისაც ალერგიული ფონი არ აღენიშნება, სველი ხელსახოცები საფრთხეს არ წარმოადგენს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS