ნადული კოხრეიძე:
- საერთოდ შემოდგომა და ზამთარი ჩუტყვავილისთვის დამახასიათებელი სეზონია. ამ პერიოდში უფრო მეტია ბავშვებზე მომართვიანობა. არის პერიოდები, რომ ყოველდღიურად გაცილებით მეტი პაციენტი
ზოგადად, ჩუტყვავილას ვირუსი საკმარისია ერთ ადამიანს დაემართოს, ის უკვე ძალიან მალე ვრცელდება, რადგან გადამდებია ჰაერწვეთოვანი გზით. ვინაიდან დღეს ბავშვები ბაღსა და სკოლებში დადიან, სწრაფად ხდება გავრცელება და ერთმანეთზე გადადება. თან გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ბაღებში, ერთ ჯგუფში ბევრი ბავშვია. ეს ვირუსი გადამდებია მაშინ, სანამ გამოაყრის ბავშვს და ხილული გახდება, შემდეგ კი უკვე მარტივად ვრცელდება. ინფექციას ინკუბაციის პერიოდი 14 დღე აქვს, სანამ ბოლო ფუფხი არ წარმოიქმნება, მანამდე გადამდებია. გამონაყარს აქვს მიმდინარეობის რამდენიმე ფაზა და აი, ფუფხი რომ წარმოიქმნება, უკვე გადამდები აღარ არის.
- ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ აცრებში არ შედის.
- დიახ, თუმცა, ევროპაში იცრებიან ჩუტყვავილაზე, საქართველოში კი ოფიციალურ კალენდარში არ ზის. თუმცა, შემოტანილია ვაქცინა და ფასიანია, საკმაოდ ძვირი ღირს. პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია აცრა, მაგრამ სახელმწიფო რატომ ვერ ახერხებს კალენდარში ჩასმას, ვერ გეტყვით. ზოგადად, სხვა ვაქცინები, რაც კალენდარშია, ასევე ძალიან ძვირადღირებულია და ისინი გაცილებით მნიშვნელოვანია.
საერთოდ, ჩუტყვავილას თუ მოიხდის ადამიანი, მყარ იმუნიტეტს ტოვებს და მეორედ აღარ შეხვდება. თან ჩუტყვავილა ძირითადად მიმდინარეობს წყნარად და მშვიდად. თუმცა, ახასიათებს გართულების ორი ფორმა: ერთი ვირუსით გამოწვეული გართულება, რომლის დროსაც ვითარდება მენინგიტი, ენცეფალიტი, თირკმლის დაზიანება, ფილტვების ანთება, კრუპი, თუმცა, იშვიათია. ან კიდევ ჩუტყვავილით დაავადებისას შეიძლება მოხდეს სხვა მიკრობებით დასნებოვნება. ეს მაშინ, როდესაც ბუშტუკების დაჩირქება ხდება. ამ დროს შეიძლება ყურის ან ჯირკვლების ანთება განვითარდეს. საშიშია უფრო ორსულებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის. ორსულებს როდესაც ემართებათ, ამ დროს შეიძლება, ნაყოფიც ჩუტყვავილით დაიბადოს ან ნაადრევი მშობიარობა დაეწყოს.
- არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს მოზარდობისას თუ შეხვდათ ჩუტყვავილა, ეს მათ რეპროდუქციულ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას.
- ჩუტყვავილა ჰერპეს ვირუსის ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია და ამ დროს შეიძლება ჰერპესის ინფექცია განვითარდეს, რაც მოქმედებს განაყოფიერებაზე. როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. თუ ძალიან მოძლიერდა ინფექცია, ის აუცილებლად იმოქმედებს შვილოსნობაზე, მაგრამ არა, სექსუალური ფუნქციის მოშლაზე. თუმცა, თუ ჰერპესი ვაგინალურია, საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს დაავადება და ეს უკვე ყველაფერზე მოქმედებს.
- როდესაც ბავშვს გამოაყრის და მშობელი დარწმუნდება ჩუტყვავილაა, აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი?
- საერთოდ, ჩუტყვავილისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე და გამონაყარი. ჩვეულებრივი გამონაყრიდან ბუშტუკოვანი გამონაყარი ვითარდება, რაც იფუფხება და იმდენად სწრაფი პროცესია, რომ მალევე მიხვდება მშობელი რომ ჩუტყვავილაა. რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია სიცხის დამწევი პრეპარატი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ბავშვს უნდა დავაჭრათ ძირში ფრჩხილები, რადგან ქავილის დროს, ინფექცია არ შეიტანოს კანში. არსებობს მოსაზრება, რომ რაც შეეხება სხვა წამალს, უნდა მიიღოს ბავშვმა ანტიჰისტამინური პრეპარატი ან სპეციალური ანტიჰისტამინური მალამო წაუსვათ სხეულზე, რომ ქავილით არ შეწუხდეს, რადგან ეს ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს.
- მითებზე რას იტყვით, თითქოს, ამ დროს სახლში არ შეიძლება სადილის მომზადება, ასევე გარშემო ყველაფერი წითელი ფერის უნდა იყოს?
- ჩუტყვავილას დროს არ არის აუცილებელი წითელი ნათება. ამ დროს თვალი ისე არ ზიანდება, რომ ბავშვისთვის ჩვეულებრივი სინათლე მიუღებელი იყოს. თუმცა, გართულების დროს შეიძლება თვალის შიგნითაც განვითარდეს ბუშტუკი, მაგრამ თითქოს წითელი ფერი აუცილებელია, სახლში ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება, ან რეცხვა და კერძის მომზადება, ეს ყველაფერი მითის დონეზე რჩება.
ნინო გიგიშვილი