დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ღრმა სიბერემდე ცხოვრობს. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ამ ინფექციით წლების მანძილზე ცხოვრობს, მაგრამ არ იცის, რადგან არაფერი აწუხებს, - ამის გამო, ც ჰეჰეპატიტს ალერსიან, ნაზ მკვლელსაც უწოდებენ.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ თუ ექიმს დავუჯერებთ, უარს ვიტყვით ალკოჰოლსა და სხვა მავნე ჩვევებზე, სიცოცხლეს გავიხანგრძლივებთ.
თვითონ ჰეპატიტი
და თუ დღეს ჰეპატიტს, ძირითადად, ძვირადღირებული ინტერფერონით მკურნალობენ, უკვე სრულდება ახალი თაობის პრეპარატების გამოცდა და მოკლე ხანში ინტერფერონის გამოყენება საჭირო აღარ იქნება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც შორს წასული ღვიძლის ციროზი აქვს და ინტერფერონი უკუჩვენებითია.
ამასთან, ც ჰეპატიტით დაავადებულთან ყოფითი ურთიერთობა სრულიად უსაფრთხოა - ანუ საერთო ჭურჭელი, აბაზანა, მაგრამ ზოგიერთი ნივთი, რომელმაც შეიძლება კანი ან ლორწოვანი გარსი დააზიანოს, მხოლოდ მისი უნდა იყოს: პირსახოცი, საპარსი, კბილის ჯაგრისი, ასევე სავარცხელი.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ სილამაზის სალონებში მანიკურის, პედიკურის ან ტატუს და პირსინგის გაკეთებისას.