09 ოქტომბერი, 2019
რა დაავადებების მანიშნებელია ფრჩხილზე თეთრი ლაქები, შავი წერტილები და "ლუნულას" არარსებობა?
ბავ­შვო­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლას გვი­ხა­რო­და, რო­დე­საც ფრჩხილ­ზე თეთ­რი ლა­ქე­ბი გაგ­ვიჩ­ნდე­ბო­და, რად­გან არ­სე­ბობ­და მითი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძენ­დით რა­ი­მეს ან გვა­ჩუ­ქებ­დნენ.

რე­ა­ლუ­რად, ფრჩხილ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მთელ რიგ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებ­დეს და რა თქმა უნდა, აქ არა­ფერ შუ­ა­შია სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბა... ფრჩხი­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, ექი­მი-პო­დო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­დი­ა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ფრჩხი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი რა ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს?


- ფრჩხი­ლი (კა­ნის და­ნა­მა­ტი, ისე­ვე რო­გორც თმა) და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხია, რო­გორც ეს­თე­ტი­კუ­რი
კუ­თხით, ასე­ვე რო­გორც სარ­კე, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა, აი­რეკ­ლოს სხვა­დას­ხვა ში­ნა­გა­ნი პრობ­ლე­მა.

ფრჩხი­ლი იცავს ხე­ლი­სა და ფე­ხის თი­თე­ბის დის­ტა­ლურ და­ბო­ლო­ე­ბებს. ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა თა­ვის ვარ­დის­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას იღებს სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ფრჩხილ­ბუ­დი­დან, რო­მელ­თა­ნაც ფირ­ფი­ტა მყა­რა­დაა მი­მაგ­რე­ბუ­ლი. გა­მო­ხა­ტუ­ლია ფრჩხი­ლის ნა­ხე­ვარ­მთვა­რე ანუ ლუ­ნუ­ლა.



ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის მე­ო­თხე­დი (ფრჩხი­ლის ფეს­ვი) და­ფა­რუ­ლია ფრჩხი­ლის პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი მორგვით (კა­ნის ნა­ო­ჭით), სა­ი­და­ნაც იზ­რდე­ბა კუ­ტი­კუ­ლა.

იგი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გორც იზო­ლა­ტო­რი, იცავს კა­ნის ნა­ოჭს და ფირ­ფი­ტას შო­რის არ­სე­ბულ სივ­რცეს გა­რე­შე ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა­გან და სხვა მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბი­სა­გან. ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის იერ­სა­ხის შეც­ვლა, რო­გო­რი­ცაა ფე­რის ცვლი­ლე­ბა (სიყ­ვით­ლე, მო­ყა­ვის­ფრო-მო­შა­ვო ელ­ფე­რი), გა­ს­ქე­ლე­ბა, მტვრე­ვა­დო­ბა, ხა­ზე­ბი­სა და ჩა­ნაჭ­დე­ვე­ბის გა­ჩე­ნა, გარ­კვე­უ­ლი უბ­ნის სრუ­ლი გან­ლე­ვა (ლი­ზი­სი), ცალ­სა­ხა სიგ­ნა­ლია იმი­სა და რომ გვჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტთან (პო­დო­ლოგ­თან ) ვი­ზი­ტი, რად­გან ეს შე­საძ­ლოა იყოს რო­მე­ლი­მე ში­ნა­გა­ნი პა­თო­ლო­გი­ის გა­რე­გა­ნი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ან უშუ­ა­ლოდ ფრჩხი­ლის სხვა­დას­ხვა გე­ნე­ზის და­ზი­ა­ნე­ბა.

- კერ­ძოდ რა ცვლი­ლე­ბებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, ფრჩხი­ლე­ბის სიყ­ვით­ლე, გა­ს­ქე­ლე­ბა, ფირ­ფი­ტის მტვრე­ვა­დო­ბა შე­საძ­ლოა, მი­უ­თი­თებ­დეს სო­კო­ვან ინ­ფექ­ცი­ა­ზე (ონი­ქო­მი­კო­ზი), რო­მე­ლიც პროგ­რე­სი­რე­ბა­დი პრო­ცე­სია და სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, მისი კვე­ბი­სა და ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსგავ­სი სიმპტო­მა­ტი­კით, რო­გორც ონი­ქო­მი­კო­ზი და ხში­რად ხდე­ბა მცდა­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი. ასე­ვე, ყუ­რადსა­ღე­ბია მავ­ნე ჩვე­ვე­ბი (თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ჰი­გი­ე­ნა და ა.შ ).

ფრჩხი­ლებ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხა­ზე­ბი და ჩა­ნაჭ­დე­ვე­ბი, შე­საძ­ლოა, მი­უ­თი­თებ­დეს ისეთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ფსო­რი­ა­ზი, წი­თე­ლი ბრტყე­ლი ლი­ქე­ნი, ალერ­გო თუ სხვა ტი­პის დერ­მა­ტო­ზე­ბი, ასე­ვე ხში­რია ალო­პე­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ტი­პე­ბის დროს.

ფრჩხილ­ქვეშ გა­ჩე­ნი­ლი პიგმენ­ტა­ცია (შავი წერ­ტი­ლე­ბი, ვრცე­ლი სხვა­დას­ხვა ელ­ფე­რის ლა­ქე­ბი) ხში­რად მი­უ­თი­თებს ფრჩხილ­ქვე­შა წარ­მო­ნაქ­მნებ­ზე (მე­ჭე­ჭი, ფრჩხილ­ქვე­შა ჰი­პერ­კე­რა­ტო­ზი ) და ასე­ვე შე­საძ­ლოა, საქ­მე გვქონ­დეს სხვა ავ­თვი­სე­ბი­ან წარ­მო­ნაქ­მნთა­ნაც. ასე­ვე დო­ლის ჩხი­რი­სებ­რი, მრგვა­ლი და ამო­ბურ­ცუ­ლი, პრი­ა­ლა ზე­და­პი­რის მქო­ნე ფრჩხი­ლე­ბი მი­უ­თი­თებს გას­ტრო­ინ­ტეს­ტი­ნა­ლუ­რი ტრაქ­ტი­სა და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ა­ზე. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS