რა შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი ქალებში?
1. ოვულაციის დარღვევა, როცა საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების პროცესი და
2. საშვილოსნოს მილების გაუვალობა, როცა ისინი დაზიანებული ან დახშულია და რადგან კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს სწორედ ამ მილში ხვდება, ამ დროს ჩასახვა შეუძლებელია. ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც ხდება მილის გაუვალობის მიზეზი, ასევე, აბორტი ან მუცლის ღრუს ოპერაციების შედეგად გაჩენილი შეხორცებები.
3. საშვილოსნოს ყელის ანთება, აქ მიმდინარე ნებისმიერი პროცესი სპერმატოზოიდის მოძრაობას აფერხებს, ეს შეიძლება სქესობრივი ინფექციებისას, ყელის ეროზიის ან ანთების დროს მოხდეს.
4. ენდომეტრიოზი, რაც იწვევს შეხორცებას მუცლის არეში, არღვევს მილების მუშაობას, ფოლიკულას მომწიფების პროცესს.
5. თვითონ საშვილოსნოს დაავადება, პათოლოგიები, ისეთი წარმონაქმნები, როგორიცაა მიომა, ფიბრომა, პოლიპი, კისტა. ასევე, საკვერცხის პოლიკისტოზი შემთხვევაში, რომელიც ციკლის დარღვევითა და ქალის სხეულის ჭარბთიანობით ხასიათდება.
მამაკაცის უშვილობის 5 მიზეზი
1. კაცის სპერმის უმოძრაობა, ნაკლები აქტიურობა და სიცოცხლისუუნარობაა განაყოფიერების უნარს მკვეთრად აქვეითებს.
2. რეპროდუქციულ პუნქციაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ალკოჰოლი, ამ დროს კაცის ორგანიზმში აღარ გამომუშავდება საჭირო რაოდენობით სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი.
3. სათესლე ჯირკვლის არასწორი ფორმა და მდგომარეობა.
4. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში აფართოებს ვენებს სათესლე ჯირკვალზე, თვითონ სპერმაში.
5. მობილური ტელეფონით ხშირი საუბარი ცუდად მოქმედებს სპერმატოზოიდის ხარისხზე. განსაკუთრებით საშიშია აპარატის შარვლის ჯიბეში ტარება, ეს 2-3 წელიწადში 30 პროცენტით აქვეითებს სპერმის სიცოხლისუნარიანობას, თუმცა, არაა აუცილებელი ვსაუბრობდეთ, - ტელეფონი მუდმივად ქსელის ძებნაშია.