მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების სტილს იცავს, პირად "ინსტაგრამის" გვერდზე ამ დიეტის შესახებ წერს:
"ნანატრი პოსტი - ინტერვალურ შიმშილზე... ის, რაც გამომიყენებია და ჩემთვის ყველაზე ეფექტურია, სხვა რეჟიმებსა და გასახდომ კვებებს შორის. ინტერვალური შიმშილი მართლაც ეხმარება გახდომაში ორგანიზმს, უფრო მეტიც, გაჯანსაღებაშიც! (მაგ: წნევის დარეგულირებაში)
ეს სისტემა 8/
რამდენს გიყვართ დილით საუზმე? მე საერთოდ არა, და მიადვილდება ამის კეთება - ვჭამ საღამოს 7-8-ზე და მეორე დღეს მხოლოდ 12-2-ზე .
შიმშილის 16/18/20 საათის დროს, ინსულინის გამოყოფა რეგულირდება, ორგანიზმი საკუთარი ცხიმის რეზერვების წვაზე გადადის. ძალიან ბევრი ალტერნატიული მედიცინის მუშაკი თვლის, რომ ეს წესრიგი იმუნიტეტს ამაღლებს, ჰორმონალურ ფონს აუმჯობესებს და შაქრის დონესაც არეგულირებს.
განსაზღვრეთ, როდის ჯობს შიმშილი თქვენთვის, დილით თუ საღამოობით და ჩემი რჩევაა, რომ ხშირად იკითხოთ ალტერნატიული მედიცინის შესახებ. საუკეთესო ვარიანტია არ ვჭამოთ საღამოს 8-ის მერე, მეორე დღის 12-მდე... პ.ს. მაინც გაესინჯეთ ან გაესაუბრეთ ექიმს დაწყებამდე", - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
იმის გასარკვევად, თუ რა დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს დროში შეზღუდულმა კვებამ და ვისთვის არ არის სასურველი, AMBEBI.GE ენდოკრინოლოგ ლიკა ცუცქირიძეს გაესაუბრა:
"როდესაც ადამიანს დიაბეტი, ქრონიკული დაავადებები აქვს და არის მკურნალობის ქვეშ, გარკვეულ დროს უნდა მიიღონ საკვები და წამალი, შესაბამისად, 16-საათიან შიმშილობას ვერ შეძლებენ. ჩემი პაციენტებისთვის, არ მგონია სასურველი ეს დიეტა.
- რაიმე სახის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში 16-საათიანმა შიმშილმა?
- არა, დარღვევებს არ გამოიწვევს, თუმცა, დანარჩენ საათებში ძირითადად ცილოვანი საკვებით უნდა იკვებონ, რადგან წონის ყველაზე დიდი მტერი ნახშირწყლები და ტკბილეულია. განსაკუთრებულად სწრაფი შაქრები...
ნახშირწყლების სრულიად აკრძალვაც არ არის სასურველი, მისი მიღება შეუძლიათ ხილის სახით, ისიც გარკვეული რაოდენობით. დანარჩენი დრო ცილოვანი საკვებით უნდა იკვებონ, რომ ორგანიზმმა არ იშიმშილოს გაგრძელება