27 მარტი, 2014
სადამდე მივყავართ სექსისგან თავშეკავებას?

სექსზე უარს ნებაყოფლობით უფრო ქალები ამბობენ, იმ მიზეზით, რომ პარტნიორი არ ჰყავთ

სექსუალურ თავშეკავებას მძიმე შედეგამდე მივყავართ - ფსიქოლოგების, სექსოლოგების აზრით, ეს სახიფათოა, - მამაკაცებში ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ქალებში- უფრო ფსიქიკურს, ნევროლოგიურს.

სექსზე უარს ნებაყოფლობით უფრო ქალები ამბობენ, იმ მიზეზით, რომ პარტნიორი არ ჰყავთ, ნებისმიერთან დაწოლისგან კი თავს იკავებენ, უმეტესად, მორალური თვალსაზრისით, თუმცა, სხვა საფთხეებიც არსებობს.

ძლიერი სქესის წარმომადგენლები კი ამ საკითხს უფრო მარტივად წყვეტენ: თუ საყვარელი ქალი არ ჰყავთ, ნებისმიერ სექსუალურ პარნიორტთან იკმაყოფილებენ ვნებას
და სექსზე უარს მხოლოდ იძულებით, ექსტრემალურ პირობებში ამბობენ - ჯარში, პატიმრობის დროს და ა.შ.

კაცებში ხანგრძლივი თავშეკავება ერექციის პრობლემას აჩენს. ინტიმურ ცხოვრებაზე უარის თქმა ღრმა დეპრესიას იწვევს, რადგან სექსი უებარი სტრესის საწინააღმდეგო საშუალებაა- საქმე ისაა, რომ სექსის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს, ბედნიერების ჰორმონს, რაც კარგ ხასიათზე გვაყენებს.

მარტოხელა ქალი ადვილად ღიზიანდება, ხასიათი უმძიმდება, ფეთქებადი ხდება, რაც ბუნებრივია-სექსი ხომ მარტო ფიზიკური აქტი არ არის, ის პარტნიორისადმი ნდობის, ადამიანური ურთიერთობის სიმბოლოა.

ამასთან, ინტიმური ცხოვრებაზე ხანგრძლივად უარის თქმა კაცებში პროსტატას, ქალებში კი სისხლის მიმოქცევისა და ჰორმონალური დარღვევების მიზეზი ხდება.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინი
"მკითხველი" აშკარად სექსის დეფიციტს განიცდის, რა დანევროზებულია :)))) არ უნდა მაგას მაგდენი ფილოსოფია შეხედე ორ ადამიანს - ვისაც რეგულარულად აქვს სექსი და ვინც მარტოა, ჰაბიტუსზეც ეტყობათ ბედნიერება :)))) უბრალოდ, საქმიან ადამიანებს ეს საკითხი დაგეგმილი აქვთ :)))
08:35 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფ
რა საინტერესო იყო ,,მკითხველის" კომენტარი.. მაგრამ არამგონია ყველა მასე ფიქრობდეს.
00:43 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Ra dgeshi gakvt nervebi.o_O
00:35 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მკითხველს
ვაიმე რა ვიცინე:))) ბავშვის გაკეთებისთვის ეტაკებიან ხოლმე ერთმანეტს ასე გამწარებულები?:D :D ეს არის საყვარელ ადამიანთან ყოფნის სიამოვნება ,თუ მარტო გასამრავლებელი ფუნქცია აქვს რატომ არ გინდება ყველასთან,თქვენ ალბად საყვარელ ადამინთან ამის განცდის ბედნიერება არ გქონიათ და დაბოღმილი ბრძანდებით:))))
18:45 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მკითხველს
თქვენ შემთხვევით კრიშნაიდი, ხომ არ ხართ. ბავშვობაში ერთი კრიშნაიდი დადიოდა და ქადაგებდა ზუსტად ასე. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო! ამიტომ არის მარხვები, რომლების დაცვის შემთხვევაში სულსაც და ხორცსაც, არაფერი არ მოაკლდება!
18:04 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS