სექსზე უარს ნებაყოფლობით უფრო ქალები ამბობენ, იმ მიზეზით, რომ პარტნიორი არ ჰყავთ
სექსუალურ თავშეკავებას მძიმე შედეგამდე მივყავართ - ფსიქოლოგების, სექსოლოგების აზრით, ეს სახიფათოა, - მამაკაცებში ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ქალებში- უფრო ფსიქიკურს, ნევროლოგიურს.სექსზე უარს ნებაყოფლობით უფრო ქალები ამბობენ, იმ მიზეზით, რომ პარტნიორი არ ჰყავთ, ნებისმიერთან დაწოლისგან კი თავს იკავებენ, უმეტესად, მორალური თვალსაზრისით, თუმცა, სხვა საფთხეებიც არსებობს.
ძლიერი სქესის წარმომადგენლები კი ამ საკითხს უფრო მარტივად წყვეტენ: თუ საყვარელი ქალი არ ჰყავთ, ნებისმიერ სექსუალურ პარნიორტთან იკმაყოფილებენ ვნებას
კაცებში ხანგრძლივი თავშეკავება ერექციის პრობლემას აჩენს. ინტიმურ ცხოვრებაზე უარის თქმა ღრმა დეპრესიას იწვევს, რადგან სექსი უებარი სტრესის საწინააღმდეგო საშუალებაა- საქმე ისაა, რომ სექსის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს, ბედნიერების ჰორმონს, რაც კარგ ხასიათზე გვაყენებს.
მარტოხელა ქალი ადვილად ღიზიანდება, ხასიათი უმძიმდება, ფეთქებადი ხდება, რაც ბუნებრივია-სექსი ხომ მარტო ფიზიკური აქტი არ არის, ის პარტნიორისადმი ნდობის, ადამიანური ურთიერთობის სიმბოლოა.
ამასთან, ინტიმური ცხოვრებაზე ხანგრძლივად უარის თქმა კაცებში პროსტატას, ქალებში კი სისხლის მიმოქცევისა და ჰორმონალური დარღვევების მიზეზი ხდება.