09 სექტემბერი, 2019
რა არის ჰიმალაის მარილი და რატომ მიიჩნევენ მას ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად?
ჰიმალაის მარილი - ლეგენდებიდან რეალობამდე

თუ ფიქრობთ, რომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი პირდაპირ ჰიმალაის მთებთანაა კავშირში, ცდებით.
მას პაკისტანში, Khewra-ს მარილის საბადოში მოიპოვებენ, რაც ჰიმალაის მთებიდან დაახლოებით 300 კმ-ითაა დაშორებული.

ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის ცხენი, აზიური ლაშქრობისას, შემთხვევით მიადგა ვარდისფერი მარილის საბადოებს, თუმცა, ამ მარილს ადამიანები მანამდეც, უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ და თევზისა და ხორცის ხანგრძლივად შესანახად იყენებდნენ.
ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ წყაროებში კი მის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებზეცაა
საუბარი.

რა არის სუფრის მარილი

ზოგადად, სუფრის მარილი
ნატრიუმის ქლორიდია, რომელიც ორი სახით მიიღება - მარილის საბადოებიდან მშრალი სახით მოიპოვება ხელით ან აფეთქების გზით ან მარილიანი წყლის აორთქლებით და მისი შემდგომი ქიმიური დამუშვებით.
დამუშავებისას მარილი თეთრდება, სცილდება სხვადასხვა მინარევი, ემატება იოდი და ემულგატორები.
ნატრიუმი წყლისმოყვარული ქიმიური ელემენტია, ამიტომ სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას. სწორედ ამის გამო უწოდებენ მას ხშირად „თეთრ სიკვდილს“.

მარილის სახეობები

ქვამარილი - მიიღება მარილის მიწისქვეშა შახტებში, შეიცავს მიწის, სილის მინარევებს, შესაძლოა, შეიცავდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალსაც, რომელსაც მარილის მოპოვებისას იყენებენ. ამ მინარევებისაგან გასასუფთავებლად მიღებულ მარილს ქიმიურად ამუშავებენ და ემულგატორებს უმატებენ. ალბათ ხვდებით, ეს მარილი ჯანმრთელობისათვის გარკვეულ საფრთხეს ქმნის.
მარილი ექსტრა - ხასიათდება იდეალური თეთრი ფერით, წვრილი დაფქვით. იმისათვის, რომ მან იდეალურად თეთრი ფერი მიიღოს, მარილს ქიმიურად ამუშავებენ და ათეთრებენ.

იოდირებული მარილი - დამუშავებულ მარილს ემატება იოდი.
ზღვის მარილი - მიიღება ზღვის მარილიანი წყლის აორთქლებით და შემოდგომი ქიმიური დამუშვებით. როგორც წესი, ის შეიცავს ემულგატორს - კალციუმის სილიკატს.

ვარდისფერი მარილი, რომელიც მოიპოვება ავსტრალიაში, ნეპალში, პერუში, ჩილეში - არ ახდენს ზეგავლენას კერძის გემოზე, ამიტომ საკვებად მას არ იყენებენ.
ყირიმის ვარდისფერი მარილი ზღვის წყლის აორთქლებით მიიღება, მშვენიერ ვარდისფერს კი იმიტომ იღებს, რომ შეიცავს წყალმცენარე Dunaliel laSallina-ს. ეს წყალცმენარე დიდი რაოდენობით ნატურალურ კაროტინოიდებს შეიცავს.
ჰიმალაის შავი მარილი - იგივე წარმოშობისაა, რაც ჰიმალაის ვარდისფერი მარილი, თუმცა, დამატებით შეიცავს გოგირდწყალბადს, რაც მას კვერცხის სუნსა და გემოს აძლევს. სწორედ ამ თვისების გამო ის ვეგეტარიანელებს უყვართ და მცენარეული საკვებისათვის კვერცხის სპეციფიკური არომატის მისაცემად იყენებენ.

რა არის ჰიმალაის ვარდისფერი მარილი გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS