რა დროს მთავრდება სიკვდილით მწერის ნაკბენი, როგორ მოვიქცეთ მწერებთან და რა ვატაროთ თან, რომ სავალალო შედეგი თავიდან ავიცილოთ? ამ და სხვა კითხვებზე ბიძინა კულუმბეგოვმა გვიპასუხა.
- ზაფხულის პერიოდი გამოირჩევა ინსექტური ალერგიით, რომელიც მწერების ნაკბენის მიმართ ალერგიას ნიშნავს. ინსექტური ალერგია ახასიათებს
რაც შეეხება კრაზანას, მას უფრო მეტი აგრესია ახასიათებს. ის ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ ზამთრის გასატარებლად და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. ეს არის ხილი, სხვადასხვა სასმელი... როდესაც ვტოვებთ ხილის ნარჩენს, ტკბილსასმელიან ბოთლებს და ა.შ. ბზიკი და კრაზანა უფრო მეტი მოდის ჩვენსკენ. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კრაზანას შეუძლია გვიკბინოს, შხამი ჩატოვოს ჩვენს ორგანიზმში, ანუ დაგვნესტროს და გააგრძელოს ცხოვრება. მრავალჯერად შეიძლება გვიკბინოს ერთმა ბზიკმა და კრაზანამ, რადგან მათ არ სცილდებათ ნესტარი და ამით განსხვავდება კრაზანასა და ბზიკის ნაკბენი ფუტკრისგან.
- როგორც უნდა მივხვდეთ, რომ რომელიმე მწერების ნაკბენზე ალერგია გვაქვს?
- ნორმალურია, როცა მცირე ლოკალური რეაქცია აქვს ჩვენს კანს - ოდნავ წითლდება ნაკბენი ადგილი. ეს შეიძლება იყოს 3 ან 8 მილიმეტრი. ანუ, თუ სიწითლე დიდად არ გასცილდა ნაკბენ უბანს, ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა ტოქსინის შეყვანაზე და არ ნიშნავს, რომ ალერგია გვაქვს. თუ მაგალითად, კიდურზე გვიკბინა და რამოდენიმე წუთის მერე მთელი ხელი მოიცვა სიწითლემ, ვგრძნობთ, რომ მოძრაობს ეს შეშუპდა და თვალსა და ხელს შუა დიდდება, ამას უკვე სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქვია და სწრაფ და დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.
გენერალიზებული რეაქციების, ანაფილაქსიური შოკის რისკი ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს აქვთ. ის ადამიანთა პოპულაციის 0,5%-ს არ აღემატება. 1 000-დან 5-ს თუ დაემართება გენერალიზებული რეაქციის რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ ერთდროულად ბევრმა მწერმა გვიკბინა. ამ დროს ადამიანს ნაკბენიდან რამდენიმე წუთში შეიძლება დაეწყოს მთელი სხეულის ქავილი. ასევე იწყება სხეულის ნებისმიერ, ნაკბენისგან მოცილებულ უბანზე ჭინჭრის ციება ანუ გამონაყარი, მთელი სხეულის კანზე სრული, გენერალიზებული გაწითლება მიდის... ამავე დროს შეიძლება პაციენტმა იგრძნოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, მუცლის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება, გაუძლიერდეს გულისცემა, ანუ გული აუფრიალდეს. შესაძლოა, ასევე, რომ ამ მოვლენებისა და წნევის ვარდნის გამო, ადამიანს გონებაც დაეკარგოს. ეს არის ანაფილაქსიური შოკი.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს? გაგრძელება