09 აგვისტო, 2019
ფეხის სოკო: როგორ მოვირჩინოთ ერთხელ და სამუდამოდ
ფეხის სოკო შეიძლება გაგიჩნდეთ შვებულებაში ან პედიკიურის გაკეთებისას. ჩვენ მოგიყვებით, როგორ არ დაიზიანოთ ფრჩხილი, ხოლო თუ უკვე გაქვთ სოკო, როგორ მოირჩინოთ.

სოკო უსიამოვნო და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეგიძლიათ აიკიდოთ საზოგადოებრივ საშხაპეში, სანაპიროზე ან სპა-სალონში.

სოკოვანი ინფექცია
სოკოს ინფექცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ხელის, ასევე ფეხის ფრჩხილებზე. მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ფეხზე, რადგან ნესტიან და ბნელ გარემოში (ფეხსაცმელში) თავს შესანიშნავად გრძნობს.

ფეხის სოკოს ყველაზე ხშირი გამავრცელებელია დერმატოფიტი. დაავადება ნელ-ნელა იკვეთება. ჯერ ფრჩხილზე ჩნდება პატარა ყვითელი ან
თეთრი ლაქა. დროის გასვლის შემდეგ, ის ფერს იცვლის, თხელდება და იფცქვნება. ტკივილი გვიან ჩნდება, როცა ფრჩხილი ტყდება. აქამდე სოკო დისკომფორტს არ გიქმნით.

როგორ ვიმკურნალოდ სწორად
ჯერ დარწმუნდით, რომ სოკოს ინფექცია გაქვთ. თუ დიდხანს გეცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი ან მარათონი გაირბინეთ, გაყვითლებული და შრეებად ამძვრალი ფრჩხილი შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს. სხვა მიზეზებია: კონტაქტური დერმატიტი, ფსორიაზი, ფრჩხილის დისტროფია ან ბაქტერიული ინფექცია. მაგრამ თუ ფრჩხილმა მოულოდნელად დაიწყო გაყვითლება და აქერცვლა, დერმატოლოგს მიაკითხეთ.

თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მკურნალობა ხანგრძლივია, შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის სოკოს
დერმატოლოგმა შეიძლება გამოგიწეროთ სოკოს საწინააღმდეგო კრემი, ლოსიონი ან ლაქი. ბრიტანული დერმატოლოგიური ასოციაციის მიხედვით, სამკურნალო პრეპარატი უნდა შეიცავდეს: ციკლოპიროქსს, ტიოკონაზოლს ამ ამოროლფინს.

ფრჩხილის დამუშავება მოგიწევთ ხანგრძლივად, სანამ სოკო არ გაქრება. მნიშვნელოვანი დეტალი: მალამო უნდა წაისვათ მთელ ფრჩხილზე და მის გარშემო არსებულ კანზე, რადგან ინფექცია შეიძლება დაბინავდეს კუტიკულაზე ან ფრჩხილის ქვეშ.
თუ სოკომ რამდენიმე ფრჩხილი დაგიზიანათ, ექიმი სოკოს საწინააღმდეგო აბებს შეგირჩევთ: ტერბინაფინის, იტრაკონაზოლის ან ფლუკონაზოლის ჯგუფის. გაფრთხილდით, აბებს შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მათი დალევა არ შეიძლება.

დერმატოლოგმა შეიძლება ფრჩხილის მოცილება გირჩიოთ, ეს უსიამოვნო პროცედურაა, მაგრამ ის სწრაფად გაგათავისუფლებთ ინფექციის წყაროსგან და საშუალებას მოგცემთ, დაიმუშაოთ კანი ფრჩხილის ქვეშ.

როგორ არ დავსნებოვნდეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS